მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 4

სახარებაჲ მათესი 4 განმარტებები

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“ (4,1).

რომელ არს ჟამი იგი აღყვანებისა მისისაჲ უდაბნოდ, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მაშინ იესუ აღიყვანა უდაბნოდ სულისაგან“? შემდგომად გარდამოსლვისა მის ზედა სულისა წმიდისა, შემდგომად ჴმისა მის ზეცით მოსრულისა, რომელი წამებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“,1 აღმოიყვანა იგი უდაბნოდ სულმან წმიდამან; რამეთუ გესმას რაჲ, ვითარმედ: „აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან“, გულისჴმაყავ,...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვითარცა ესმა იესუს, რამეთუ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად. და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა, დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა“ (4,12-13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს წარვიდა და განეშორა კერძოთა მათგან? კუალადცა გუასწავებს ჩუენ, რაჲთა არა წარმდებებით და ცხარედ შთავაგდებდეთ თავთა ჩუენთა განსაცდელთა, არამედ ადგილ-ვსცემდეთ და ვეკრძალებოდით, რამეთუ არა საბრალობელ არს რიდობაჲ განსცდელ-თაგან და არამიცემაჲ თავთა თჳსთაჲ, არამედ ოდეს მივეცნეთ...

სარჩევი

უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მიიღო რა ნათლისღება იორდანესა შინა იოანნესაგან, მაშინვე აღვიდა უდაბნოდ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა: აღმოიყვანა იგი სულისაგან გამოცდად. ორმეოცის დღის მარხვა, ლოცვა და მერმეთ გამოცდა ეშმაკისაგან იყო უკანასკნელი მისი მომზადება დიდისა მის მსახურებისათვის, რომლისათვისცა იგი მოავლინა ზეცით მამამან მისმან ქვეყნად. ფრიად აღმაშენებელ და მასწავლებელ არს ჩვენთვის, ძმანო ქრისტიანენო, მოთხრობა სახარებისა ამ საგანზედ. უკეთუ სულმან ბოროტმან გაბედა და მიეახლა გამოცდად...