1.მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან.2.და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია.3.მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ.4.ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა.5.მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა6.და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.7.ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.8.კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი9.და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე.10.მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.11.მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას.12.ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად.
13.და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა,14.რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:15.ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ.16.ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ.17.მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
18.და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე.19.და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.20.ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას.21.და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგდებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ.22.ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას.
23.და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.24.და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი.25.და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“ (4,1).
რომელ არს ჟამი იგი აღყვანებისა მისისაჲ უდაბნოდ, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მაშინ იესუ აღიყვანა უდაბნოდ სულისაგან“? შემდგომად გარდამოსლვისა მის ზედა სულისა წმიდისა, შემდგომად ჴმისა მის ზეცით მოსრულისა, რომელი წამებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“, აღმოიყვანა იგი უდაბნოდ სულმან წმიდამან; რამეთუ გესმას რაჲ, ვითარმედ: „აღმოიყვანა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვითარცა ესმა იესუს, რამეთუ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად. და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა, დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა“ (4,12-13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს წარვიდა და განეშორა კერძოთა მათგან? კუალადცა გუასწავებს ჩუენ, რაჲთა არა წარმდებებით და ცხარედ შთავაგდებდეთ თავთა ჩუენთა განსაცდელთა, არამედ ადგილ-ვსცემდეთ და ვეკრძალებოდით, რამეთუ არა საბრალობელ არს რიდობაჲ განსცდელ-თაგან და არამიცემაჲ თავთა თჳსთაჲ, არამედ ოდეს მივეცნეთ...
1. მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან. - გვასწავლის რა, რომ გამოცდას ყველაზე მეტად ნათლისღების შემდეგ უნდა ველოდეთ, იესო სულიწმიდას გაჰყავს, რადგანაც გარეშე სულისა იგი არაფერს აკეთებდა. უდაბნოში გაჰყავს, რათა გვაჩვენოს, რომ ეშმაკი მაშინ გვცდის, რაჟამს ხედავს, რომ მარტონი ვართ და ერთმანეთისაგან შემწეობას ვერ მივიღებთ. ამიტომაც არ უნდა ვთქვათ უარი რჩევის მიღებაზე და მხოლოდ საკუთარი თავის იმედით არ უნდა ვიყოთ. გამოცდად ეშმაკისაგან.-...
მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან, გამოცდად ეშმაკისაგან. (მათ. 4, 1).
სახარება მოგვითხრობს ჩვენ, რომელ, ოდეს უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ნათელ-იღო იოანესაგან იორდანესა შინა, მაშინ იგი აღმოიყვანა, ან წარყვანილ იქმნა სულისაგან უდაბნოდ, გამოცდად ეშმაკისაგან. მოთხრობა სახარებისა ამ საგანზე, ესე იგი იესო ქრისტეს ეშმაკისაგან გამოცდაზე, ერთობ შესანიშნავია, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, და აღსავსე სულიერითა სწავლითა და აღშენებითა. ჯერ მარტო ეს ვიფიქროთ, ძმანო ჩემნო, თუ სულმან ბოროტმან გაჰბედა...
უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მიიღო რა ნათლისღება იორდანესა შინა იოანნესაგან, მაშინვე აღვიდა უდაბნოდ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა: აღმოიყვანა იგი სულისაგან გამოცდად. ორმეოცის დღის მარხვა, ლოცვა და მერმეთ გამოცდა ეშმაკისაგან იყო უკანასკნელი მისი მომზადება დიდისა მის მსახურებისათვის, რომლისათვისცა იგი მოავლინა ზეცით მამამან მისმან ქვეყნად. ფრიად აღმაშენებელ და მასწავლებელ არს ჩვენთვის, ძმანო ქრისტიანენო, მოთხრობა სახარებისა ამ საგანზედ. უკეთუ სულმან ბოროტმან გაბედა და მიეახლა გამოცდად...
„შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონთა დასნო, ძენო და ასულნო ღმრთისანო, მკვიდრნო საქართვვლოისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, ლოცვითა და შუამდგომლობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, მამა ზეციერმან მოგანიჭოთ მადლი სულისა წმიდისა, რათა სუფევდეს თქვენს შორის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული,...
დღეს წარკითხული სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, როდის და რა სახით ამოარჩია უფალმან ათორმეტნი მოციქულნი თვისნი. მოთხრობასა ამას შინა უმეტესად მიიზიდავს ჩვენს ყურადღებასა ის, რა ერთგულად მიიღეს აღმორჩეულთა ამათ წოდება უფლისა და მსწრაფლ შეუდგნენ მას: და იხილა იესო სხვანი ორნი ძმანი... და უწოდა მათ, ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას. აჰა, რა სახით ჰქონდა გული უბრალოთა ამათ მეთევზეთა განმზადებული სმენად ღვთის წოდებისა. რაკი მაცხოვარმან იხმო იგინი, აღარც...
...თ, ვინც მარხვით განითქვა ძველ და ახალ აღთქმაში), როდესაც ჩვენ ყველას საერთო მეუფეზე უნდა მივუთითოთ? თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ, ეშმაკთან ბრძოლა დაიწყო და ჩვენ ყველას მაგალითი მოგვცა, რომ ჩვენც იმავე მარხვით შევიარაღებულიყავით და ამით ძალა მოგვეპოვებინა, ეშმაკთან ბრძოლაში შეგვესვლა (). მაგრამ აქ, შესაძლოა, ვინმე მახვილი და ცოცხალი გონებისა იკითხოს: რატომ მარხულობს მეუფე იმდენივე დღეს, რამდენსაც მონები, და არა მეტს? ეს არა უბრალოდ და არა ამაოდ მოხდა, არამედ ბრძნულად და მისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით. რათა არ ეფიქრათ, თითქოს იგი მოჩვენებითად გამოცხადდა და ხორცი არ მიიღო, ან ადამიანური ბუნება არ ჰქონდა, ამისთვის იმდენივე დღე იმარხულა და არა მეტი, და ამგვარად, კამათის მოყვარეთა უსირცხვილო პირი დაუხშო. თუ ახლაც, ყოველივე ეს რომ ასე მოხდა, ჯერ კიდევ ბედავენ ამის თქმას, რას არ იტყოდნენ, (უფალს) თავისი წინდახედვით საბაბი რომ არ წაერთმია? ამიტომ კეთილინება მარხულობა არა მეტი, არამედ იმდენივე დღე, რამდენიც მონებმა, რათა საქმით გვესწავლა, რომ ჩვენი მსგავსი ხორცი ეტარებინა და ჩვენი ბუნებისთვის უცხო არ ყოფილიყო.
4. მარხვა — სულის საზრდელი
მაშ, ცხადი გახდა, როგორც მონათა მაგალითიდან, ისე თავად უფლის მაგალითიდან, რ...
...დ, თუ ისევე, როგორც სხეულს ყოველდღიურ საკვებს აწვდი და მასზე ფულს ხარჯავ, ისურვებ, რომ სულიც არ დაღუპო შიმშილით და მასაც შესაფერის საზრდოს აწვდი, ესე იგი, შეგონებას წერილისა და სულიერი სწავლებისგან („არა პურითა ხოლო, — ამბობს წერილი, — ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" ()) — მაშინ ყველაფერს საუკეთესოდ მოაწყობ და სათანადო ყურადღებას მიაქცევ იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. ამიტომ, როგორც სხეულს სხვადასხვა სამოსს აწვდი, წელიწადის სხვადასხვა დროსა და სამოსის მრავალფეროვნებას ითვალისწინებ, ისე სულსაც ნუ მისცემ შიშვლად სიარულს კეთილი საქმეების გარეშე, შემოსე ისიც შესაფერისი სამოსით: ამით მაშინვე აღადგენ მას და ჯანმრთელობის ბუნებრივ მდგომარეობაში დააბრუნებ. რა არის სულის სამოსი? მოწყალება და ღარიბთა მიმართ გულუხვობა: აი, სულის უმშვენიერესი სამოსი, აი, მისი ბრწყინვალე შესამოსელი. ხოლო თუ არა მხოლოდ სამოსლის მიცემა გსურს, არამედ მისი შემკობაც, ისევე როგორც სხეულისა, მაშინ შეუერთე ლოცვის შეწეობა და ცოდვათა აღსარება, და ნუ შეწყვეტ მისი სახის განუწყვეტელი ცრემლებით ბანას. როგორც სხეულის სახეს ყოველდღე დიდი გულმოდგინებით იბან, რომ მასზე არავითარი დამახინჯებული უწმინდურობა არ გამოჩნდეს, ისევე ეცადე სულ...
...ორ შეიკრიბა ეს თქვენი სულიერი კრება აქ ამგვარი კეთილწესიერებითა და ღვთის სიტყვის მოსმენის ცოცხალი სურვილით, როგორ უგულებელყავით ხორციელი საზრდელი და სულიერი ნადიმისკენ ისწრაფეთ, და თვით საქმით ამართლებთ უფლის სიტყვებს: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (). მოვიქცეთ მიწათმოქმედთა მსგავსად: როგორც ისინი, როდესაც ხედავენ, რომ მიწა უკვე განწმენდილი და მავნე მცენარეებისგან გათავისუფლებულია, თესლს დიდი უხვებით ყრიან, ისე ჩვენც, რადგან ღვთის მადლით ეს სულიერი ყანა მძიმე ვნებებისგან განიწმინდა, როდესაც განცხრომანი შეწყდა და არავის აქვს აზრებში არეულობა და ქარიშხალი, არამედ დიდი სიმშვიდე და სიწყნარეა მათ გონებაში, რომელიც თითქოს თავად ცამდე აფრინდება და ამაღლდება, და ხორციელის ნაცვლად სულიერს ჭვრეტს, – საყვარელნო, ცოტა ვისაუბროთ თქვენთან და დღეს უფრო ღრმა მსჯელობები გავბედოთ, საღვთო წერილიდან სწავლებას შემოგთავაზებთ რა. თუ ახლა არ ვიზამთ ამას, როდესაც მარხვაა, მუცლის (სიამოვნებათა) უგულებელყოფა და აზრების სათანადო განწყობა, მაშინ როდის შევძლებთ, საყვარელნო, ამის შეთავაზებასას? მაშინ, როდესაც განცხრომანია, საკვების უზომობა და დიდი დაუდევრობა? მაგრამ მაშინ ჩვენც ვერ შევძლებთ ამის სათანადო...