თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ კუალად სიმდაბლესა გუასწავებს ჩუენ, რაჲთა ვიცოდით უძლურებაჲ ჩუენი და ვევედრებოდით არა შესლვად განსაცდელსა; რამეთუ შორს რაჲ ვიყვნეთ განსაცდელთაგან, არა ჯერ-არს შთაგდებად თავთა ჩუენთაჲ, არამედ ვედრებად, რაჲთა არა შთავვარდეთ, ხოლო მო-რაჲ-იწინენ განსაცდელნი, მერმე ახოვნად გჳჴმს დადგომად, რაჲთა ორკერძოვე სათნოებაჲ ჩუენი გამოჩნდეს, სიმდაბლისა და სიმჴნისაჲ, და ორკერძოვე ეშმაკი იძლიოს ჩუენ მიერ, რომელი-იგი სავსე არს ყოვლითა სიბოროტითა; ამისთჳსცა ბოროტ ეწოდების, და მისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედ: „გჳჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან“. რამეთუ ეშმაკსა უწოდა ღმერთმან ბოროტ და გჳბრძანებს დაუგებელისა ბრძოლისა ქონებად მისა მიმართ; არა თუ ბუნებით ბოროტად დაიბადა, - ნუ იყოფინ! - არამედ ნებსით შეიცვალა ბოროტად, და იქმნა ესე სახელი მის ზედა შემსგავსებულად ბოროტისა მის ნებისა მისისაჲ. და ვინაჲთგან არაჲ შემთხუეულ იყო მისდა ჩუენ მიერ ძჳრი და ესრეთ სამარადისოჲ ბრძოლაჲ მიიღო ჩუენდა მომართ, ამისთჳს გუამცნებს უფალი ლოცვად, ვითარმედ: „მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან“. არა თქუა, თუ ბოროტთაგან, არამედ „ბოროტისაგან“, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ იგი ხოლოჲ არს...
სახარებაჲ მათესი 6:13
9. ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა.- სხვა არის აღთქმა და სხვა - ვედრება. აღთქმა არის დაპირება ღმრთის მიმართ, მაგალითად, როცა ვინმე უფალს ღვინისაგან, ან სხვა რაიმესაგან თავის შეკავებას აღუთქვამს, ვედრება კი - მისგან კეთილის გამოთხოვაა. ამბობს რა "მამა"-ს, გიჩვენებს შენ, რაოდენი სიკეთის ღირსი შეიქმენი, როცა ძე ღმრთისა გახდი, ხოლო სიტყვით ცათა შინა, შენ სამშობლო და მშობლიური სახლი გიჩვენა. უკეთუ გსურს მამად ღმერთი გყავდეს, მზერა ზეცისკენ წარმართე და არა მიწისკენ. შენ არ ამბობ: მამაო ჩემო, არამედმამაო ჩვენო, რადგანაც ყოველი კაცი, ვითარცა ძე ერთი მამისა, ძმად უნდა მიიჩნიო.
წმიდა იყავნ სახელი შენი. - ანუ ნმინდა გვყავ ჩვენ, რათა ჩვენით იდიდებოდე, რადგან ღმერთი, ისევე როგორც შეურაცხყოფილი, წმინდაც ჩემით იქნება, ან, რაც იგივეა, განდიდდება, ვითარცა წმინდა.
10. მოვედინ სუფევაჲ შენი. - იგულისხმება მეორედ მოსვლა, რადგან ადამიანი, რომელსაც სინდისი სუფთა აქვს, აღდგომისა და განკითხვის დღის დადგომისათვის ლოცულობს.
იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. - ამბობს: ვითარცა...
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი
ეს ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხშირად გესმის თქვენ ძმანო ქრისტიანენო, ყოველს წირვაზედ და ცისკარზედ. ამ ლოცვით დავიწყებთ ჩვენ ყოველთა სხვათა ლოცვათა, როგორადაც ეკკლესიაში, ეგრედვე ჩვენს საკუთარს სახლში. ეს ლოცვა არის უწმიდესი და უმაღლესი ყოველთა სხვათა ლოცვათა, მისთვის, რომელ იგი გვასწავა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან. მე მსურს განგიმარტო, ანუ აღგიხსნა თქვენ ეს ლოცვა. ოდეს კაცი იტყვის რომელსამე ლოცვასა, კარგად თუ არ ესმის აზრი მისი, უსარგებლო იქმნება მისთვის ის ლოცვა.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა.
ვის უწოდებთ ჩვენ, ძმანო, მამად ამ სიტყვებში? უწოდებთ ღმერთსა, რომელი არს ცათა შინა და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რისთვის უწოდებთ ჩვენ ღმერთსა მამად? ვინ მოგვცა ჩვენ ისრედი კადნიერება, რომ მამად უწოდოთ ღმერთსა? ღმერთი არის ყოვლად შემძლებელი და ყოველთა უმაღლესი, კაცი არის მიწა და ნაცარი; მაშასადამე ვინ მოგვცა ესრედი ღირსება, რომ ღმერთს უწოდებთ მამად? ეს ღირსება მოგვცა ჩვენ ძემან ღვთისამან, უფალმა იესო ქრისტემან. რა სახით? ესრედ, რომელ იგი იყო ძე ღვთისა და მერმედ...
...ემო კეთილად ცხად-ყო, ვითარმედ არა დაუსაბამო, არცა დაუსრულებელ, არამედ უკუანაჲსკნელ შემოსრულ და წუთჟამისა არს სიბოროტე, ამისთჳს უწოდა მას სოფლისა ამის, ვითარცა ამას შინა შემთხუევადსა, და აღსასრულსა მისსა თანა დასრულებადსა, რომლისა ღონე მჴსნელმან ლოცვით გუასწავა მამისა მიმართ, ვითარმედ: "მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან" (), ხოლო აქა მოციქულმან ძისა მიერ თქუა ჴსნაჲ, რამეთუ ყოველივე მათი —ერთ არს. და შესძინა: "ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა". ნებაჲ უკუე თქუა, რამეთუ სათნო-ყოფითა მამისაჲთა იქმნა ჴსნაჲ ჩუენი განჴორციელებითა ძისაჲთა, ხოლო მამად ჩუენდა წოდებითა ღმრთისაჲთა კუალად შვილებისა იგი მადლი მოაჴსენა, ნათლისღებისა მიერი, რაჲთა მისნი მიმთხუეულნი არღარა ეძიებდენ წინადაცუეთასა, რამეთუ ჭეშმარიტებისა მიმთხუეულთადა არღარად საჴმარ არიან სახენი. ვინაჲცა მოციქულმან მყის დასაბამსავე ამხილა რაჲ, მოჴსენებითა ჯუარცუმისა და აღდგომისა, ცოდვათაგან ჴსნისა და საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისა, მამისა სათნო-ყოფისა და ძისა განზრახვისა და ყოველთა კეთილთა მონიჭებისაჲთა, მყის დიდებისმეტყუელებად აღიძრა ურიცხუებასა ზედა ქველისმოქმედებათასა, რომელთა მიერ აღტყინებულმან გონებითა მადლობასა დაჰბეჭდა ამინითა, და თჳთ უფიცხესად იწყებს სიტყუად შეურაცხის-მყოფელთა მათ მიმართ ესო...
...ად მეუფისა დიდისა უწოდა, და ოდეს განგებულებასა მას სოფლისასა წარმოიტყოდა, მასვე მიაჩემა ყოველი: „მზე მისი აღმოვალსო ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცოდვილთა“; და სწავლასა მას შინა ლოცვისასა თქუა, ვითარმედ: „მისი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ“. და კუალად ამას ადგილსა განგებულებასა მისსა იტყჳს და თუ ვითარ მცირეთაცა ზედა აჩუენებს ჴელოვნებისა მისისა მიუთხრობელობასა. ვითარცა თქუა, ვითარმედ: „თივაჲ იგი ველისაჲ ღმერთმან ესრეთ შემოსის“, და არა თქუა, თუ: მამამან ჩემმან, არამედ: „მამამან თქუენმან ზეცათამანო“.
არამედ ნუ გიკჳრს ესე, რაჟამს ფარვიდეს დიდებასა თჳსსა და მდაბალთა სიტყუათა იტყოდის თავისა თჳსისათჳს, რამეთუ ჟამისად ესე ოდენ იყო საძიებელ მისა, რაჲთა სიტყუაჲ თჳსი სარწმუნო და შესაწყნარებელ ყოს შორის ურწმუნოსა მას და გულფიცხელსა ერსა და რაჲთა დაარწმუნოს, ვითარმედ არა წინააღმდგომ ღმრთისა არს, არამედ ერთობაჲ აქუს მამისა თანა და არარაჲ განყოფილებაჲ, რაჲთა ესრეთ ჟამსა თჳსსა თქუას მამად თჳსად, და შეიწყნარონ სიტყუაჲ მისი; ხოლო უკუეთუმცა პირველითგან ეწყო ეგევითართა სიტყუათა თავისა თჳსისად თქუმად, ყოვლადვემცა არა შეიწყნარეს თქუმული იგი. არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.
უკუეთუ...