მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 7:16

15. ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ.16. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ?17. ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს.
სახარებაჲ მათესი თავი 7
16. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (7,16).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ დაღაცათუ იჩემებდენ სათნოებასა, არამედ ამისთჳს განვაწესე იწროებაჲ გზისაჲ მის, რაჲთა მაუცართა მათ ემხილოს, რამეთუ ვერ ძალ-უც მრავალ ჟამ ჩემებაჲ კეთილთა საქმე-თაჲ, ოდეს შინაგან ბოროტითა სავსე იყვნენ; რამეთუ ვინაჲთგან მცირედნი არიან ჭეშმარიტებით მავალნი მის გზისანი, ნუ მათ ჰბაძავთ, რომელნი ორგულებით ვიდოდიან, არამედ ჭეშმარიტებით მავალთა მიემსგავსენით.

ხოლო არა თქუა, თუ: ტანჯენით ესევითარნი იგი, არამედ: ეკრძალენით ოდენ თავთა თქუენთა, - რაჲთა თჳსი სახიერებაჲ აქაცა გამოაჩინოს.

ხოლო რაჲთა არა თქუან, თუ: ვითარ განვარჩინეთ იგინი სხუათაგან? ამისთჳს სახე შემოიღო კაცობრივი, მიმსგავსებული საქმესა ამას წინამდებარესა, და თქუა:

მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:15-20 — ცრუ წინასწარმეტყველნი და ნაყოფი:

15-16. ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. - ჩვეულებრივ, ერეტიკოსები ვერაგნი და ცბიერნი არიან, ამიტომაც გვეუბნება: უფრთხილდითო. ისინი ტკბილად მეტყველებენ და თავი ისე უჭირავთ, თითქოსდა პატიოსნად ცხოვრობენ, მაგრამ შიგნით ანკესი აქვთ დამალული. ცხვრის სამოსი - ეს თვინიერებაა, რომლითაც ზოგიერთი თვალთმაქცი იმ მიზნით სარგებლობს, რომ იმლიქვნელოს და იცრუოს. ისინი ნაყოფისაგან, ანუ საქმეთაგან და ცხოვრებისაგან შეიცნობიან, რადგან ერთხანს კიდევაც რომ შეინიღბონ, დაკვირვებულთაგან მაინც იმხილებიან.

16-17. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს. - ეკალნი და კუროსთავნი თვალთმაქცები არიან, ეკალნი იმიტომ, რომ ფარულად იჩხვლიტებიან, ხოლო კუროსთავნი იმიტომ, რომ ცბიერნი და მოხერხებულნი არიან. ხენეში (ბოროტი) ხე კი ყველა ისაა, ვისაც უქმი და გარყვნილი ცხოვრება წაახდენს.

18. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა...

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული სააკთედრო ეკკლესიაში 1877 წელსა, წინაშე შეკრებილთა მოსწავლეთა სხვა-და-სხვა სასწავლებელთაგან
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდნენ თქვენდა სამოსლითა ცხოვართათა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ-მტაცებელი, ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინი.( მათ. 7, 15 - 16).

ამ სიტყვებით, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ, რომ გავუფრთხილდეთ, მოვერიდოთ ცრუთა წინასწარმეტყველთა, ესე იგი ცრუთა მოძღვართა, მასწავლებელთა, რომელნი არა ჭეშმარიტებასა გვასწავლიან, არამედ სიცრუვესა, ღვთისაგან გამოცხადებულის სჯულის და სიტყვის წინააღმდეგსა სწავლასა.

ახლა სწორედ მრავლდებიან ესრეთნი ცრუნი წინასწარმეტყველნი ანუ მასწავლებელნი. ეს რომ მართალია, სუყველამ ვიცით. ზოგიერთთა ჩვენგანთა არა თუ ვიცით, არამედ სატირლად და საგოდებლად გაგვიჩნდა ესა. ბევრნი მამანი არიან, რომელნი სტირიან ახლა და თავს იკლავენ ჯავრითა, ახლანდელთა ცრუ წინასწარმეტყველთა მიზეზით. მაშასადამე, ჩვენ სულიერთა მოძღვართა თქვენთა, მიუცილებელი მოვალეობა გვაქვს, ხშირად გაგაფრთხილოთ თქვენ ამა ცრუ წინასწარმეტყველთაგან. მათ ახლაც ისეთი ნიშნები აქვსთ და სახე, როგორიც ჰქონდა ცრუ-წინასწარმეტყველთა, მაშინ, როდესაც იესო ქრისტე იტყოდა ამა სიტყვებსა:...

სრულად ნახვა
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნურას ვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი (6,3).:

...იტყჳსა იჭუსა დაუტევებს ვის თანა თავისა თჳსისათჳს. ეგრეთვე მოწაფენიცა სარწმუნოებისა ჭეშმარიტისანი მოღუაწე იყვნენ მოგებად ცხორებისა პატიოსნისა და ყოვლისაგან ბიწისა განშორებულისა, რაჲთა არა ბოროტებითა საქმეთა თჳსთაჲთა ადგილ-სცენ წინააღმდგომთა გმობად სარწმუნოებისა ვითარცა თქუმულ არს: "ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი" ().

მოციქულისაჲ: არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისმსახურთა (6,4).

თარგმანი: არა ხოლო ბიწისაგან თავისუფლებასა, არამედ ყოველთა კეთილთა მიერ აღსავსებასა ეძიებს, რაჲთა არა ხოლო კაცთა წინაშე სახილველად, არამედ ვითარცა წინაშე ღმრთისა, დაფარულთა მხედველისა, სრულებით მოიგონ, სიტყჳთ და საქმით, ნაყოფი ღმრთისმსახურებისაჲ, რომელი-ესე მაშინ საცნაურ არს, რაჟამს სწორებით მოღუაწე იყოს კაცი სარწმუნოებისათჳს მართლისა და საქმეთა კეთილთა.

მოციქულისაჲ: მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა (6,4).

თარგმანი: ამიერითგან იწყებს და შემდგომითი-შემდგომად აღჰრაცხს ნაყოფთა ღმრთისმსახურებისათა; ესე იგი არს, რაჲთა ახოვნად თავს-იდებდენ ყოველსავე შემთხუევასა ჭირთა და განსაცდელთასა, და ესრეთ წარუდგინნენ ყოველთა კაცთა თავნი მათნი, უცილობელად და ჭეშმარიტად ღმრთისმსახურთა.

მოციქულისაჲ: იწროებათა შინა და ტანჯვათა, პყრობი...

სრულად ნახვა