1.ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ,2.რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.3.ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?4.ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა!5.ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.6.ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.
7.ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ.8.რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს.9.ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას?10.გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას?11.უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!12.ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყუელი.
13.შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა.14.ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას.
15.ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ.16.ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ?17.ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს.18.ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშია გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად.19.ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.20.ნაყოფსა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი.
24.ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა.25.და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.26.და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა.27.და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად.28.და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი,29.რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი და ფარისეველნი.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას სიტყუასა ნეტარი პავლეცა იტყჳს, და უფროჲსღა მასცა ქრისტე იტყჳს პირითა პავლესითა, ვითარმედ: „აწ შენ რასა განიკითხავ ძმასა შენსა? ანუ შენ რაჲსა შეურაცხ-ჰყოფ ძმასა შენსა?“ და „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“ და კუალად იტყჳს: „ამისთჳს ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა გან-რასმე-იკითხვიდეთ, ვიდრემდე მოვიდეს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“ (7,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რად არა თქუა, თუ: რომელმან ყოს ნებაჲ ჩემი? ერ-თად, ამისთჳს, რამეთუ ვერ ეძლო ერსა მას უძლურსა გულისჴმის-ყოფად ღმრთეებისა მისისა; და მეორედ, ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ნებაჲ მამისაჲ რაჲ აჴსენა, თჳსიცა თანამოასწავა, რამეთუ არა არს სხუაჲ ნებაჲ მისი, გარეშე ნებასა მას მამისასა, არამედ ვითარცა ერთ არს ბუნებაჲ მა-თი,...
1. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ. - უფალი მხილებას კი არ გიკრძალავს, არამედ სასჯელის დადებას, რადგანაც მხილება სარგებლობისთვისაა, ხოლო სასჯელის დადება - დაყვედრებისა და დამცირებისათვის, მით უმეტეს მაშინ, როცა თვითონ უფრო დიდთა ცოდვათა მქონე სხვებს საყვედურობს და განიკითხავს მას, ვისაც ბევრად უფრო მცირე ცოდვები აქვს და რომელთა განსჯაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია.
2-5. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
ეს სიტყვები პირველად ანგელოზმა ახარა კვირას, გამთენიისას, საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს;
ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდნენ თქვენდა სამოსლითა ცხოვართათა,ხოლო შინაგან იყვნენ მგელ-მტაცებელი, ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინი.( მათ. 7, 15 - 16).
ამ სიტყვებით, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ, რომ გავუფრთხილდეთ, მოვერიდოთ ცრუთა წინასწარმეტყველთა, ესე იგი ცრუთა მოძღვართა, მასწავლებელთა, რომელნი არა ჭეშმარიტებასა გვასწავლიან, არამედ სიცრუვესა, ღვთისაგან გამოცხადებულის სჯულის და სიტყვის წინააღმდეგსა სწავლასა.
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,
ქრისტე აღდგა!
„არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! –
შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც
აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას“ (მთ, 7,21).
კვლავ დადგა ჟამი დიდებული, - აღდგა უფალი ძალითა ძლიერი, რომელმაც სრულად შეცვალა სამყარო და განაცხოველა...
3. სოდომის ცოდვა და მოყვასის განუკითხველობა (18:20-21):
...გამ 23:1). და ნეტარი პავლეც ეპისტოლეში ღაღადებდა: „ხოლო შენ რაჲსა განიკითხავ ძმასა შენსა" ()? და ქრისტეც, მოწაფეებს მცნებებს რომ აძლევდა და იუდეველ ხალხს, მწიგნობრებსა და ფარისეველებს ასწავლიდა, ამბობდა: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" (). რისთვის, ამბობს, დროის წინ იტაცებ მოსამართლის ღირსებას? რისთვის ასწრებ იმ მომავალ საშინელ დღეს? მოსამართლე გინდა იყო? საკუთარ თავსა და საკუთარ ცოდვებზე იყავი მოსამართლე. ამაში არავინ გიშლის ხელს — და, ამასთანავე, საკუთარ ცოდვებსაც გამოასწორებ და ზიანსაც არ მიიღებ. ხოლო თუ საკუთარ თავს ივიწყებ და სხვების მოსამართლედ ზიხარ, შეუმჩნევლად მხოლოდ უფრო მეტ ცოდვათა ტვირთს აგროვებ საკუთარ თავზე. ჩვენც, გევედრებით, ყოველმხრივ ავარიდოთ თავი მოყვასთა განკითხვას. თუმცა სასამართლო ხელმწიფებაც არ გაქვს და მხოლოდ ფიქრით გაიკითხავ, მაინც ცოდვის თანამონაწილე ხდები, როცა, არანაირი მტკიცებულების გარეშე, ხშირად მხოლოდ ეჭვითა და ცარიელი ცილისწამებით გაიკითხავ. ამიტომაც ნეტარი დავითი ღაღადებდა: „რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო" ().
მოციქულისაჲ: თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა (3,13).
თარგმანი: იხილე და გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ, თანა-შეტყუებითა სიტყუასა მას უფლისასა, ვითარმედ: "რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მითვე მოგეწყოს თქუენ" (); რამეთუ რასაცა ზედა თავს-ვიდვათ მოყუასი, და რაჲცა რაჲ მიუტეოთ მას, ყოველივე ესე თავთა ჩუენთათჳს დაგჳუნჯებიეს, რაჲთა ნაცვალად მოვიღოთ თავს-დებაჲ და მოტევებაჲ ღმრთისა მიერ და კაცთაცა.
თარგმანი: ვინაჲთგან ქრისტე შემოგუართუა სახედ, ყოველივე მიზეზი ძჳრისჴსენებისაჲ მოგჳსპო, რამეთუ მან მაგინებელთაცა და მცემელთა, მნერწყუველთა და მბასრობელთა, ჯუარის-მცუმელთა და განმგურემელთა შეუნდო და სწორებით ყოველთათჳს დადვა სული თჳსი.
მოციქულისაჲ: და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ (3,14).
თარგმანი: ვინაჲთგან მიუტევის კაცმან მოყუასსა ბრალი, ხოლო შეიყუაროს არა, ამისთჳს სიყუარულითა განამტკიცებს ძჳრუჴსენებელობასა, რამეთუ თჳნიერ სიყუარულისა ვერ მტკიცე არს მიტევებაჲ იგი, რამეთუ სიძულილი კუალად...
...არღარა სასყიდელისათჳს, არამედ თჳნიერ მისაცა შუენიერ-უჩნს სათნოებაჲ და იქმან მას ამისთჳს, რამე-თუ ღმერთსა ესრეთ ჰნებავს, ხოლო რომელი უძლურ იყოს, იგი გჳრგჳნ-თაცა მოიგონებდეს; ეგრეთვე მოწყალებასა ზედა ვჰყოფდეთ და ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ ძმათა ჩუენთა, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს“. ; ;
ვიდრემდის, ჵ კაცნო, მჴეცთა ვჰბაძავთ უწყალოებითა და ბუნებასაცა ჩუენსა უმეცარ ვართ? გულისხმა-ვყოთ დღჱ იგი, რაჟამს წარვდგეთ წინაშე ქრისტესა, რაჟამს ვეძიებდეთ წყალობასა, და შორის შემოიყვანნეს ქრისტემან იგინი, რომელნი ჩუენ უგულებელს-ვყვენით და არა ვყავთ წყალობაჲ მათ ზედა, და გურქუას ჩუენ, ვითარმედ: „რაჲიგი არა უყავთ ერთსა ძმათა ჩემთაგანსა, მე არა მიყავთ“, რამეთუ მა-შინ არღარა გლახაკნი ჰყოფდენ სიტყუასა, არამედ მათ წილ ღმერთი გუეტყოდის, ვითარცა-იგი არღარა ლაზარე ეტყოდა მდიდარსა მას, არამედ მის წილ - აბრაჰამ. ეგრეთვე იყოს გლახაკთა მათ ზედა, რომელთა ჩუენ შეურაცხ-ვჰყოფთ, რამეთუ მაშინ ჩუენ ვიყვნეთ საწყალობელ და გლახაკ. და რაჲ-მე სი...