მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 7:23

22. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით?23. მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.24. ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა.
სახარებაჲ მათესი თავი 7
23. მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. რამეთუ მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდით და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ; განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი ურჩულოებისანი“ (7,21-23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ძალი სიტყუათა ამათ ესრეთ არს, ვითარმედ: არა თუ რომელსა აქუნდეს სარწმუნოებაჲ ხოლო თჳნიერ საქმეთასა, განვარდეს იგი სასუფეველისაგან, არამედ დაღაცათუ სარწმუნოებასა თანა სასწაულთაცა იქმოდის და საქმენი კეთილნი არა აქუნდენ, არავე ღირს იქმნას იგი შესლვად კარსა მას ცხორებისასა. ამისთჳს იტყჳს: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდით?“ ვინაჲთგან ყოველივე იგი მოძღურებაჲ სრულ-ყო, აწ ნელიად გამოუცხადებს თავსა თჳსსა და გულისჴმა-უყოფს, ვითარმედ იგი თავადი არს მსაჯული ყოველთაჲ; რამეთუ ცოდვილთათჳს განმზადებულნი სატანჯველნი ზემო მოასწავნა, ხოლო თუ ვინ არს განმკითხველი მათი, აწ გამოაჩინა, რაჟამს თქუა: „მას ჟამსა ვჰრქუა მათო: განმეშორენით ჩემგან, არა გიცნი თქუენ“. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ აწ, ოდენ ჟამსა განკითხვისასა, არამედ არცა თუ მაშინ, იქმოდით რაჲ სასწაულთა, გიცნენ თქუენ. და კუალად სხუასა ადგილსა ეტყოდა მოწაფეთა, ვითარმედ: „ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაწერილ არს ცათა შინა“. <span...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:21-23 — არა ყოველმან რომელმან მრქუას: უფალო, უფალო:

21. არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. - აქ სიტყვებით: არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, უფლად თავის თავს წარმოაჩენს, რადგანაც თავს ღმერთს უწოდებს და გვასწავლის, რომ უკეთუ საქმენი გარეშე რწმენისა გვექნება, ამისგან ვერავითარ სარგებლობას ვერ მივიღებთ. რომელმან ყოს ნებაჲ; ის კი არ უთქვამს - ჩემი ნებაო, რათა მსმენელნი არ ეცდუნებინა, არამედ "მამისა ჩემისა"- ო, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ნება მამისა და ძისა ერთი და იგივეა, უკეთუ შვილი მამას არ განუდგება.

22-23. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. - ქადაგების დასაწყისში მრავალნი, ისინიც კი, რომელნიც შემდეგში უღირსნი გამოდგნენ, დევნიდნენ ეშმაკებს, რადგან დემონები იესოს სახელით გარბოდნენ, მადლი ხომ უღირსთა მეშვეობითაც მოქმედებს, ისევე...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ონისიფორე, რომელმაც თავისი თავი საფრთხეებს შეუგდო, წყალობით ცხონდება, მით უფრო ჩვენ.

საშინელია ანგარიშგება, საშინელი, და მრავალი კაცთმოყვარეობა გვჭირდება, რათა არ მოვისმინოთ ის შემაძრწუნებელი სიტყვა: „არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (); რათა კვლავ არ მოვისმინოთ ის საშინელი: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს“ (); რათა არ მოვისმინოთ: „შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს“ (); რათა არ მოვისმინოთ ის, რაც ძრწოლით არის სავსე: „აღიღეთ იგი“2 და „განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა“ (); რათა არ მოვისმინოთ ის, რაც დიდი შიშით არის სავსე: „ბოროტო მონაო და მედგარო!“ (). რადგან მეტად შემაძრწუნებელია ის სამსჯავრო და საშინელი; თუმცა ღმერთი მშვიდია, თუმცა ტკ...

სრულად ნახვა
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ონებისათვის? რას არ წარმოთქვამს? ვის მიერ არ მოქმედებს? თუ იუდას მიერ იმოქმედა და იმ წინასწარმეტყველთა მიერაც, რომელთაც ეუბნება: „არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (), და სხვებმაც დემონები განდევნეს, მით უმეტეს მღვდლების მიერ იმოქმედებს. რადგან თუ მმართველთა ცხოვრებას გამოვიძიებთ, თვითონ ჩვენ გავხდებით მოძღვართა ხელდამსხმელნი, და ზემოთა ქვემოთ ექცევა: ზემოთ ფეხები იქნება, ქვემოთ კი თავი.

მოისმინე პავლე, რომელიც ამბობს: „ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა“ (); და კვლავ: „ხოლო შენ რაჲსა განიკითხავ ძმასა შენსა?“ (). თუ ძმის განკითხვა არ არის ჯეროვანი, მით უმეტეს მოძღვრისა. თუ ეს ღმერთმა გიბრძანა, კარგად იქცევი და სცოდავ, თუ არ აღასრულებ; ხოლო თუ პირიქითაა, ნუ გაბედავ და დადგენილ საზღვრებს ნუ...

სრულად ნახვა
ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ცხოვრებით, ეშმაკის ხელმწიფების ქვეშ ვართ. რამეთუ ამბობს: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა" (); და კვლავ: „არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი" (). ხედავ, რომ რწმენისაგან არავითარი სარგებელი არ არის, როცა მეუფე არ გვიცნობს? ქალწულებსაც იმავეს ეუბნება: „არა გიცნი თქუენ" (). მაშ, რა სარგებელია ქალწულობისა და მრავალი ოფლისა, როცა მეუფე მათ არ იცნობს? და მრავალ ადგილას ვპოულობთ, რომ რწმენის გამო არაფერში ედავებიან, ხოლო მხოლოდ ბოროტი ცხოვრების გამო ისჯებიან; ისევე როგორც სხვაგან ცხოვრების გამო არაფერში ედავებიან, მაგრამ დამახინჯებული მოძღვრების გამო იღუპებიან; რამეთუ ესენი ერთმანეთზეა მიბმული. ხედავ, რომ როცა ღმერთის ნებას არ აღვასრულებთ, ეშმაკის მახის ქვეშ ვართ? ხოლო მხოლოდ ცხოვრების გამო კი არა, არამედ ხშ...

სრულად ნახვა
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა (3,1).:

...კორინთელთაჲ, იპოებოდეს მუნ სულიერნიცა და ჴორცნიელიცა. და კუალად არს ვისთანამე ჯერეთ ჴორციელობაჲ, მოქმედებასაცა შინა სასწაულთასა, ვითარ-იგი მეტყუელთა მათ შორის, ვითარმედ: "უფალო უფალო, არა სახელითა შენითა ესე და იგი რაჲმე ვყავთა?" () — რომელთა ესმა: "არა გიცნი თქუენ" ().

მოციქულისაჲ: ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ, სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო (3,1-2).

თარგმანი: ჩჩჳლ ქრისტეს მიერ — იყვნეს იგინი, რომელნი არღა მიწევნულ იყვნეს სრულებასა შჯულთა ქრისტესთასა. ხოლო სძედ უწოდს ჯერეთ უსრულსა მოძღურებასა, და საჭმლად სახელ-სდებს სრულსა. ხოლო "არღა გეძლოჲ" ამისი ნაცვალი არს, ვითარმედ: "არა გენება"; რამეთუ ამას ცხად ჰყოფს დაწყებითგან ებისტოლისაჲთ, დაღაცათუ აწ შენდობით ეტყჳს "ვერ-შეძლებასა", რიდობით მხილებისათჳს.

მოციქულისაჲ: არამედ არცაღა აწ გიძლავს, რამეთუ წუთღა ჴორციელვე ხართ (3,2-3).

თარგმანი: წინამდებარეთა სიტყუათა შინა ამხილებს მიზეზთა წუთღა ჴორციელობისა მათისათა, ვითარმედ: ამათ და ამათ მიზეზთათჳს გეტყჳ "ჯერეთ ჴორციელობასა".

მოციქულისაჲ: რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, — არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით? (3,3).

თარგმანი: ესე არიან მიზ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ სიმართლისათჳს:

...მიერ, არარაჲ გუაქუნდეს სხუაჲ ჩუენ თანა, გარნა ნაცარი და მტუერი და კუამლი ფრიადი, რომელი შეგუასმენდეს ჩუენ, ვითარმედ ლამპრები გუაქუნდა და დავშრიტეთ; რამეთუ სადა კუამლი იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ ცეცხლი იყო მუნ და დაშრტა.

არამედ ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ჴმისა მის მწარისა სასმენელად, ვითარმედ: „არა გიცნი თქუენ“. ; (25,12); ხოლო სადაჲთ იქმნების სმენაჲ ჴმისაჲ ამის, თუ: „არა გიცნი თქუენ“? გარნა ამისგან, რომელ ვიხილოთ რაჲ გლახაკი, ესრეთ ვართ, ვითარმცა არა გუეხილვა. და რაჟამს ჩუენ არა გუეწყალოდის გლახაკი მშიერი, რომელ არს ქრისტე, ქრისტემან ვი-თარ შეგჳწყალნეს ჩუენ, რაჟამს წყალობაჲ გჳჴმდეს? რამეთუ რომელმან შეურაცხ-ყოს ჭირვეული და არა მისცეს თჳსისაგან, ვითარ ითხოვოს მან მოღებად არათჳსი იგი?

ამისთჳს გევედრები, ყოვლით კერძო ვისწრაფოთ, რაჲთა არა მოგუაკლდეს ჩუენ ზეთი, არამედ რაჲთა შევამკვნეთ ჩუენ ლამპარნი ჩუენნი და შევიდეთ სიძისა მის თანა უკუდავისა სასძლოსა მას უხრწნელსა, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნივე მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კგ: ვითარმედ უმძიმეს ჯოჯოხეთისა არს გამოვრდომაჲ იგი სასუფეველისაგან, და ვითარმედ კეთილნი საქმენი უაღრესად ბრწყინვალე-ჰყოფენ კაცსა, ვიდრე დიდებაჲ სოფლისაჲ:

...რე არს და მოუთმენელ ცეცხლი იგი გეჰენიისაჲ და სხუანი იგი სატანჯველნი, გარნა დაღაცათუ ბევრეულნი ვინ გეჰენიანი თქუნეს, ვერ შეასწორებს სასტიკებასა მას და სიმწარესა მის მწუხარებისა და ჭირისასა, ოდეს განვვარდეთ სანატრელისა მის დიდებისაგან; ოდეს მოძულებულ ვიქმნეთ ქრისტესგან; ოდეს გუესმას, ვითარმედ: „არა გიცნი თქუენ“; ; (25,12) ოდეს გურქუას, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და სხუაჲ ესევითარი; რამეთუ უმოლხინეს არს ბევრეულთა სატანჯველთა შთავრდომაჲ, ვიდრეღა სახიერისა მის პირისა გარემიქცევაჲ ჩუენგან და თუალისა მის ტკბილისაჲ არა მოხედვად ჩუენ ზედა. და ესე ესრეთ გულისჴმა-ვყოთ: უკუეთუ თავადმან ესოდენ შემიყუარნა ჩუენ, განდგომილნი ესე და მტერქმნულნი, ვიდრეღა თავსაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ მისცა სიკუდილად, რაჲთა მომიძინეს წარწყმედილნი ესე და შეცთომილნი მთათა ზედა და უღაღთა, შემკრიბნეს წყალობით, ოდეს ჩუენ ამას ყოველსა ზედა ვიხილოთ იგი მშიერი და არცა თუ პური მიუპყრათ, რომლითაღა თუალითა ვიკადროთ მერმე ხილვად მისა?

ხოლო გულისჴმა-ყავ მისი იგი სახიერებაჲ სიტყუათა მათგანცა, რომელთა ეტყჳს მარცხენით მდგომარეთა მათ, რამეთუ არა წარმოიტყჳს ქველისმოქმედებათა მისთა სიმრავლესა, არცა შემოიღე...

სრულად ნახვა