თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს გონიერებაჲ და სარწმუნოებაჲ კეთროვნისაჲ მის, რამეთუ ვიდრეღა საღმრთოსა მას მოძღურებასა წარმოიტყოდა უფალი, არა დახრწევა-სცა, არცა კრებული იგი შეაშფოთა, არამედ მოელოდა ჟამსა მარჯუესა, და გარდამო-რაჲ-ჴდა მთით, მაშინღა მოუჴდა, და მოუჴდა არა ლიტონად, არამედ დიდითა სარწმუნოებითა და მჴურვალებითა ფრიადითა, თაყუანის-სცემდა და შეუვრდებოდა მას, ვითარცა ჯერ-იყო; და არა ჰრქუა: უკუეთუ ევედრო ღმერთსა ანუ ილოცო, არამედ: „უკუეთუ გინდესო, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“; და ეგრეთცა მისსა ნებასა და განგებულებასა მიაგდო ყოველივე. ამისთჳსცა უფალმან დაამტკიცა მისისა მის გონებისა კეთილი ზრახვაჲ და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდნი!“ რაჲთა ცნან ყოველთა ძალი ჴელმწიფებისა მისისაჲ. ხოლო მოციქულნი არა ესრეთ იქმოდეს, არამედ იტყოდეს: „კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ, ვითარცა თჳსითა ძალითა ანუ ჴელმწიფებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“ გარნა მეუფემან დაღაცათუ მრავალგზის სიტყუანი სიმდაბლისანი თქუნის და არა შემსგავსებულნი დიდებასა თჳსსა, არამედ აწ დასამტკიცებელად გონებათა მათთა,...
სახარებაჲ მათესი 8:3
1-2. და გარდამოვიდოდა რაჲ იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი. და აჰა ესერა კეთროვანი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალგიც განწმედაჲ ჩემი. - კეთროვანი გონიერი იყო და მთაზე არ ავიდა, რათა სწავლება არ შეეწყვეტინებინა; ხოლო მთიდან ჩამოსულს თაყვანი სცა და დიდი სარწმუნოებაც აჩვენა. რადგან ის კი არ უთხრა, თუ ღმერთს შეევედრები განმკურნავო, არამედ უკეთუ გინდეს-ო. ამიტომაც მოიქცა ქრისტე ასე:
3-4. და მიყო ჴელი თჳსი იესუ, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან. და ჰრქუა მას იესუ: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა. - შეეხო რა კეთროვანს, უფალმა აჩვენა, რომ არა თუ არ ემორჩილებოდა სჯულს, რომელიც ბრძანებდა კეთროვანს არ შეხებოდნენ, არამედ თვითონ იყო მეუფე მისი და რომ წმინდისთვის არაფერია უწმინდური და რომ მისმა ნმინდა ხორცმა კურთხევა გადასცა. გაურბის რა დიდებას, უბრძანა არავისთვის ეთქვა, არამედ თავი მღვდლისათვის ეჩვენებინა, რადგანაც უკეთუ იგი არ იტყოდა, რომ...
...აღადგინა მკუდარი? და უკუეთუ ესე ლოცვისა მიერ ქმნა, სხუანი იგი საქმენი ვითარ ქმნნა თჳნიერ ლოცვისა? რაჟამს-იგი ჰრქუა ეშმაკსა: „შენ გეტყჳ, განვედ მაგისგან!“ ; (5,8); და კეთროვანსა ჰრქუა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და განრღუეულსა ჰრქუა: „აღიღე ცხედარი შენი, და მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და ზღუასა ჰრქუა: „დადუმენ!“ ; რამეთუ მოციქულნიცა მრავალგზის არა ილოცვიდეს, არამედ ოდენ სახელსა იესუჲსსა სახელ-სდვიან და ქმნიან სასწაული. ხოლო უკუეთუ სახელი მისი ესევითართა საქმეთა შემძლებელ იყო ქმნად, არამცა თჳთ იგი უმეტესთა შემძლებელ იყოა? ანუ რადმცა ეჴმარა მას ლოცვაჲ? ხოლო უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, არამცა შემძლებელ იყო სახელი მისი ესევითართა საქმეთა ქმნად. ანუ ოდეს-იგი შეიქმოდა კაცსა, რომელი ლოცვაჲ იჴმ...
...ა გამოჩინებად ისწრაფდა უფალი, არამედ რაჲთამცა მრავალნი აცხოვნნა და დაარწმუნა ყოველ-თა, ვითარმედ არარას იქმს წინააღმდგომსა მამისასა. ამისთჳსცა სიტყჳთ მრავალგზის სიმდაბლით იტყჳს უფალი, ხოლო საქმით, რა-ჟამს იქმნ სასწაულთა, გამოაჩინებნ მუნ თჳსსა ჴელმწიფებასა, ვითარ ცა-იგი რაჟამს ჰრქუა კეთროვანსა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და: „ჭაბუკო, აღდეგ!“ და: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“ და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“ და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკო...
...ე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“; და: „მე და მამაჲ ერთ ვართ“. და ყოველსა ადგილსა განუყოფელობასა თჳსსა აჩუენებს მამისაგან.
ხოლო ჴელმწიფებასა თჳსსა აჩუენებს სიტყუათა მათ მიერ, რაჟამს ეტყოდა კეთროვანსა: „მნებავს, განწმიდენ!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ მაგისგან!“ და კუალად: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: ნუ კაც-ჰკლავ; ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს გეჰენიასა“. და მრავალსა ესევითარსა იტყჳს და იქმს, რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ერ-თიცა ოდენ ამათ სიტყუათაგანი კმა არს მისისა მის ჴელმწიფებისა გამო-ჩინებად, უკუეთუ ოდენ გულისხმა-ვინ-ჰყოფდეს სიტყუათა მათ და არა სრულიად უგულისხმო იყოს.
სწავლაჲ გ ცუდადმზუაობრობისათჳს
გარნა ბოროტ არს ცუდადმზუაობრობაჲ და ცხადთაცა საქმეთა მიმართ დააბრმობს გონებასა მის მიერ ძლეულთასა, და რომელთაცა იცოდიან ჭეშმარიტი და კეთილი, და ცუდადმზუაობრობამან არა უტევის მათ აღსაარებად. რამეთუ ესე იქმნა ჰურიათაცა ზედ...