თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე არს სენი იგი, რომელი პირველვე განაწესა ქრისტემან აღმოფხურად, ოდეს-იგი იტყოდა: „რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად“; რამე-თუ უწყოდა, რავდენისა ბოროტისა აღმომაცენებელ იყო. ამის სენისაგან შეპყრობილ იყვნეს იგინიცა, რომელნი აწ ბრალობასა დასდებენ მოწაფე-თა ზედა უფლისათა. გარნა ეგრეთცა არა შეჰრისხნა მათ უფალმან, არცა ჰრქუა: ჵ მზუაობარნო და მაჩუენებელნო, რაჲსა ესრეთ ცუდადჰმეტყუელებთ? არამედ სახიერებით მიუგო: „ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოად?“ ოდეს-იგი მეზუერეთათჳს აბრალეს, უფიცხესად შეჰრისხნა მაბრალობელთა მათ, რაჲთა ნუგეშინის-სცეს მოწყლულთა მათ სულთა მათ-თა, რომელნი, ვითარცა ცოდვილნი, არაღირსად მიახლებისა თქუეს მწიგნობართა მათ. ხოლო აქა, ვინაჲთგან მოწაფეთა მისთათჳს იყო ბრალობაჲ, სიტკბოებით მისცა პასუხი. ხოლო სიტყუაჲ იგი მაბრალობელთაჲ მათ ესევითარი არს: იყავნ ესე შენთჳსო, რამეთუ იტყჳ, ვითარმედ: კურნებისა მა-თისათჳს და სარგებელისა სჭამ და სუამ მეზუერეთა თანა, მოწაფენი შენნი რაჲსათჳსღა დაუტეობენ მარხვასა და...
სახარებაჲ მათესი 9:14
14. მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?- შურდათ რა ქრისტეს დიდება, იოვანეს მოწაფენი მას იმის გამო საყვედურობენ, რომ არ მარხულობდა. შესაძლოა, მათ ისიც აკვირვებდათ, თვინიერ ღვაწლისა, ვნებებზე როგორ იმარჯვებდა, რაც იოვანემ ვერ შეძლო. მათ არ იცოდნენ, რომ იოვანე ჩვეულებრივი კაცი იყო, რომელიც სათნოებისაგან განმართლდა, ხოლო იესო, ვითარცა ღმერთი, სათნოება თვითონ იყო.
15. ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ. - ახლა, ამბობს უფალი, ვიდრე მე ჩემს მოწაფეებთან ვარ, სიხარულის ჟამია. სიძეს თავის თავს უწოდებს, რომელიც, რადგან ძველი მოკვდა, ახალ კრებულზე დაიწინდა, ხოლო "ძეთა სიძისათა"- მოციქულებს. დადგება დრო, - ამბობს, - როცა ისინიც, შემდგომად ჩემი ტანჯვისა და ამაღლებისა, იმარხულებენ, დამთმენელნი შიმშილისა და წყურვილისა და დევნილები. აჩვენებს რა მოწაფეთა არასრულყოფილებას, იგი დასძენს: 16-17. არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი...
...ჳსნი ყოვლისაგან სიტყჳსა.
სწავლაჲ კთ ცუდადმზუაობრობისათჳსვე
ხოლო ჩუენ ამის ყოვლისაგან რასა ვისწავებთ? გარნა ამას, ვითარმედ ყოვლისა ბოროტისა მიზეზი არს ცუდადმზუაობრობაჲ, და ამან მოიყვანნა იგინი შურად, და ამან კუალად დაარწმუნა მათ, და მოუჴდეს იესუს და ჰრქუეს, ვითარმედ: „რად არა იმარხვენ მოწაფენი შენნი?“ ; ;
ვივლტოდით უკუე, საყუარელნო, ამის ვნებისაგან, და უკუეთუ ამისგან ვივლტოდით, გეჰენიისაგან განვერნეთ, რამეთუ ესე არს, რომელი აღატყინებს ცეცხლსა გეჰენიისასა და ყოველგან განუფენიან თჳსნი რტონი და ყოველი ჰასაკი და ნათესავი უპყრიეს. ამან ეკლესიანი ზე და ქუე ქმნნა და ქალაქნი და ნათესავნი, ვიდრემდე უდაბნოთა განვიდა, და მუნცა თჳსი ბოროტი ძალი გამოაჩინა. რამეთუ რომელნი სოფლისა დიდებასა განეშორნეს და ყოველსა შუებასა და მძლავრთა მათ გულისთქუმათა არცხჳნეს, მათ მრავალგზის სძლო ამან ვნებამან ცუდადმზუაობრობისამან, და ყოველივე იგი წარწყმიდეს ამის ვნებისა მიერ, და მრავალთა სათნოებათა მოქმედი იგი ფარისეველი მრავალთა ცოდვათა მოქმედსა მეზუერესა უდარესად გამოჩნდა.
გარნა ძაგებაჲ ვნებისა ამის არა ძნელ არს, და ყოველთა ძალ-უც ესე, არამედ საქმჱ ესე არს, რაჲთა ვ...
...დგეს, არამედ მოშურნეცა იყვნეს მისა მიმართ და იტყოდეს: „რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომელსა შენ ეწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“. და კუალად დრტჳნვიდეს, ვითარმედ: „რაჲსათჳს ჩუენ ვიმარხავთო, და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?“ ; ; ხოლო ესენი იყვნეს ყოველთა უმჯობჱს და არარაჲ ესევითარი შეემთხჳა, არამედ ვითარცა ესმა მისთჳს, მეყსეულად შეუდგეს მას. ხოლო შეუდგეს მას, არა თუ რაჲთამცა მოძღუარი შეურაცხ-ყვეს, არამედ უფროჲსად, რამეთუ ჰრწმენა სიტყუაჲ მისი. და ესმა რაჲ, ვითარმედ იგი ნათელ-სცემს სულითა წმიდითა, შეუდგეს მას, რაჲთამცა ცნეს, თუ რაჲ აქუს უმეტესი იოვანესა. და იხილე მოსწრაფებაჲ მათი კრძალულებითურთ, რამეთუ არა მოუჴდეს მეყსეულად იესუს და ჰკითხეს მაღალთა რათმე და დიდთა საქმეთათჳს წინაშე ყოველთასა, არამედ ისწრაფეს თჳსაგან სიტყუად მისა, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ მოძღურისა მათისა სიტყუანი ჭეშმარიტ იყვნეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ანდრია, ძმაჲ სიმონისი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას“ (1,40).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მეორისა მისცა სახელი არა...
...ვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“. და კუალად იგინივე მოუჴდეს უფალსა და ეტყოდეს: „რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ, და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?“ რამეთუ არა აქუნდა მათ ქრისტესთჳს ჯეროანი გულისჴმის-ყოფაჲ, არამედ ჰგონებდეს მას კაცსა ლიტონსა, და იოვანეს იტყოდეს დიდად და ფრიად უზეშთაესად კაცთასა და, ხედვიდეს რაჲ, ვითარმედ საქმენი ქრისტესნი აღემატებოდეს და ბრწყინვიდეს, ხოლო იგი დააკლდებოდა, მწუხარე იყვნეს ამას ზედა და მოშურნეობასა მის მათისათჳს არა მივიდოდეს უფლისა. და ვიდრემდის იოვანე იყო მათ თანა, ზედაჲსზედა ასწავლიდა და მიავლენდა ქრისტესა, გარნა ვერ დაარწმუნებდა. ვინაჲთგან უკუე ცნა, ვითარმედ მოიწია აღსასრული მისი, უმეტესი მოსწრაფებაჲ აჩუენა. რამეთუ ეშინოდა, ნუუკუე დაშთენ სრულიად განვრდომილნი და განწვალებულნი ქრისტესგან; რამეთუ იგი პირველითგან მოსწრაფე იყო, რაჲთამცა ყოველნივე მისნი შეაწყნარნა ქრისტესა, ხოლო ვინაჲთგან ვერ დაარწმუნებდა, ჟამსა მას აღსრულებისა მისისასა მოხარკე იქმნა საქმესა მას ზედა.
ვინაჲთგან უკუე იგინი თავით თჳსით მოუჴდეს და მიუთხრნეს მას საქმენი ქრისტესნი,...