თ ა რ გ მ ა ნ ი: ვჰრქუათ მათ სიტყჳსა მისებრ ესაია წინაჲსწარმეტყუელისა: „მოედით აქა, შვილნო ურჩულოებისანო, თესლნო მემრუშეთანო და ნაშობნო მეძავთანო! ვის ზედა აღაღეთ პირი თქუენი, ანუ ვის ზედა განსძართ ენაჲ თქუენი? არა თქუენ ხართა შვილნი წარწყმედისანი და ნათესავნი უშჯულონი? რამეთუ არა მიგეტეოს თქუენ ცოდვაჲ ესე, ვიდრემდე მოსწყდეთ თქუენ, იტყჳს უფალი ძალთაჲ. აწ იხილეთ, რამეთუ დაბრმეს წინამძღუარნი თქუენნი და არა ცნეს გულისჴმის-ყოფად. ძაღლნი არიან ურცხჳნონი გულითა და არა იციან მოძღურებაჲ და არიან ყოველნი უკე-თურ. ანუ არა თქუენ ხართა, რომელნი ევედრებოდეთ კერპთა ხეთა ქუეშე სერტყოვანთა, დაუკლევდით შვილთა თქუენთა? ესე არს ნაწილი თქუენი, ესე არს სამკჳდრებელი თქუენი. ვაჲ სულისა თქუენისა, რამეთუ იზრახეთ ზრახვაჲ ბოროტი!“ ; (56,10-11)
ეტყოდენ კუალად იერემიაცა თჳსითა მით ღაღადებითა: „ორი ბოროტი ქმნა ერმან ამან: მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისა ცხოელისაჲ, და აღმოთხარეს თავისა მათისა ჯურღმული ჴურელოვანი, რომლითა ვერ უძლონ დაპყრობად წყალი. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველთა ტომთა სახლისა...