მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:3

2. ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა, ამაღლდა,3. რომელთაცა წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი შემდგომად ვნებისა თჳსისა მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა,4. და თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: იერუსალჱმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1
3. რომელთაცა წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი შემდგომად ვნებისა თჳსისა მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თჳსითა (6,14).:

...ებითი, ვითარმედ: "დაჰჴსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ესე" () და "ჴელ-მეწიფების დადებად სულისა ჩემისაჲ, და მერმე კუალად მოღებად მისსა" (). და საქმესა შინა მოციქულთასა იტყჳს, ვითარმედ: "წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი" (). არამედ მოციქული ღმრთეებით ქმნილსა ყოველსა — ერთად და ზოგადად შეჰრაცხს მამისა და ძისად, რამეთუ, რასა-იგი მამაჲ იქმს, მას მე ეგრეთვე იქმს. ამისთჳს ერთ არს მოქმედებაჲ მათი. და ვითარცა-იგი მამაჲ, ეგრეთვე ძე ღმრთეებისა ბუნებითა თჳთ აღადგინებს კაცობრივსა მას გუამსა თჳსსა, რომელი-იგი, ვინაჲთგან მისსა, ცხად არს, ვითარმედ თავი რაჲ] აღდგეს, მის თანა აღდგომად არს ყოველი გუამი. გარნა, ვინაჲთაგან ქრისტეს აღდგომაჲ ქმნილ იყო და არღარა საეჭუელ იყო, ხოლო ჩუენი არღა ქმნილად ჯერეთ საეჭუელ არს, ამისთჳს მოციქულმან მისსა აღდგომასა არღარაჲ სიტყუაჲ დაჰრთო, ვითარცა უეჭუელსა; ხოლო ჩუენსა რაჲ აღდგომასა თანა მოვიდა, და დაჰრთავს, ვითარმედ: "ძალითა მისითა", რაჲთა, რაჟამს იკითხვიდე, თუ ვითარ აღვდგებით, წინა-გიყოს წარმართებაჲ აღჴსნისაჲ, ვითარმედ: ძალითა მისითა.

მოციქულისაჲ: არა უწყითა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას იგავით გეტყოდე თქუენ; ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ“ (16,25).:

...ოდი თქუენ“ (16,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა მოიწიოსო ჟამი, რაჟამს ყოველივე განცხადებულად გულისხმა-ჰყოთ. რამეთუ იტყჳს ჟამსაცა აღდგომისასა, ვითარმედ: „მაშინ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ“ (16,25), რამეთუ ორმეოცი დღჱ დაყო, მათ თანა რაჲ იქცეოდა შემდგომად აღდგომისა და „ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა“. და აწ შიშსა შინა ხართო და ვერ კეთილად ისმენთ სიტყუათა მათ, ხოლო მაშინ, მიხილოთ რაჲ აღდგომილი და თქუენ თანა მყოფი, შეუძლოთ კადნიერებით სმენად ყოვლისავე.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მას დღესა შინა სახელითა ჩემითა ითხოვოთ, და არა გეტყჳ თქუენ, თუ: ვევედრო და ვჰკითხო მამასა ჩემსა. რამეთუ თჳთ მამასა ჩემსა უყუართ თქუენ“ (16,26-27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ კმა არს სიყუარული ჩემი, რომელი გაქუნდეს შემწედ თქუენდა ყოვლისავე საქმისა მიმართ, რამეთუ მამამანცა ამის-თჳს შეგიყუარნეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თქუენცა შემიყუარეთ მე და გრწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა“ (16,27-28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ არამცირედ ნუგეშინის-სცემდა მათ, და კუალად იგი, რამეთუ: „ღმრთისაგან გამოვედ და მუნვე მივალ“, ამისთჳს ზედაჲსზედა აქცევს სიტყუათა ამათ, ერთად, რაჲთა დაუმტკ...

სრულად ნახვა