თარგმანი: უკუეთუ ამითვე სიტყჳთა ეძიებდე წიგნსა შინა მეფეთასა, არა გეპოოს სიტყუაჲ ესე დავითისათჳს, რომლითა ცხად არს, ვითარმედ საულის მიმართი იგი სიტყუაჲ სამოელისი უფლისა მიერი; ვითარმედ — "არა დაიმარხე მცნებაჲ ჩემი, რომელ გამცნო შენ უფალმან, ამისთჳს არა დაადგრეს მეფობაჲ შენი და იძიოს უფალმან თავისა თჳსისა კაცი გულისაებრ მისისა, და დაადგინოს იგი უფალმან მთავრად ერსა თჳსსა ზედა, რამეთუ შენ არა დაიმარხე რაოდენი გამცნო შენ უფალმან" () ესე სიტყუანი მცირედ-რე შეცვალებულითა სიტყჳთა და მითვე ძალითა თქუნა აქა მოციქულმან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:22
21. მიერითგან ითხოვეს მეფე, და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ.22. და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნებაჲ ჩემი.23. მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაჱლსა მჴსნელი იესუ,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13