თარგმანი: ვიდრემდის ერი იგი ჴმობდა, არარაჲ სიტყუა-უგეს, რამეთუ ლიტონად შფოთებად შეერაცხა, ხოლო რაჟამს მღდელი იგი დიოჲსი საქმით განემზადა დაკლვად კუროებისა, და დადგმითა გჳრგჳნისაჲთა ზორვად მოციქულთა, მაშინ დაიპეს სამოსელი მათი, არა თუ უწესოებით აღძრვითა, არამედ რაჲთა საზარელობითა საქმისაჲთა შეუძლონ დაპყრობად მქანარებასა ერისა აღძრულისასა, და რამეთუ ჩუეულებაჲცა იყო ისრაელთაჲ ამისსა ქმნად, ვითარ-იგი ისო და მის თანა მთავართა დაიპეს სამოსლები მეოტობასა5 ზედა და მოწყუედასა ერისასა კაცთა მიერ ქალაქისა გაისათა. და კუალად, ვითარ-იგი კაიაფა დაიპო სამოსელი, რაჲთა ქრისტესა დასწამოს ღმრთის-მგმობარ ყოფაჲ. გარნა, ვინაჲთგან არა წერით, არამედ მოპოვნებით მოეპოვა ესე ჰურიათა, ამისთჳს ეტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: დაიპენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელნი თქუენნი. ესე უკუე არა-საბაძველი დაპებაჲ სამოსელთაჲ ჟამიერად იჴუმიეს მოციქულთა რაჲთა უჩუენონ ერსა ბრალი ღმრთის-მგმობრობისაჲ, ვითარმედ: ჩუენ თქუენსავე მსგავსად ვნებულნი კაცნი ვართ, ხოლო სასწაული ესე, რომელ გიკჳრს, არა ჩუენი არს, არამედ ღმრთისა, ყოველთა შემოქმედისაჲ. ესრეთ ყოველსა ადგილსა ევლტოდეს...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 14:15
14. ესმა რაჲ ესე მოციქულთა ბარნაბას და პავლეს, დაიპეს სამოსელი მათი და შეჴდეს ერსა მას შორის, ღაღადებდეს და იტყოდეს:15. კაცნო, რასა იქმთ ამას? რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი და გახარებთ თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა,16. რომელმან-იგი წარსრულთა მას ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზასა ნებისა მათისასა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 14