თარგმანი: ვითარ-იგი არა შუენის ფერჴ-მრუდსა მართალი ფერჴთ-შესასხმელი, ეგრეთვე პირსა ეშმაკთა გინა მწვალებელთასა —ქადაგებაჲ ქრისტესი. ამისთჳს თჳთ იგი თავადი და მოწაფენი მისნი განჰჴდიან და დაადუმებენ ესევითართა, რაჲთა ჩუენ გუასწაონ არა-ოდეს სმენად ეშმაკთა და მწვალებელთასა, რამეთუ, დაღაცათუ სიტყუასა რასმე კეთილსა იტყოდინ, არამედ გონებაჲ მათი ბოროტ არს. ვითარ-ესე აწ კეთილსა ამას სიტყუასა ქრისტეს ქადაგებისასა ბოროტი იგი ეშმაკი აპოლონის კერპისაჲ ამისთჳს ათქუმევდა დედაკაცსა მას, რაჲთა ჭირსა და ტანჯვასა შესთხინეს მოციქულნი, ვინაჲცა ყოვლად უჯერო და განგდებულ არს საქმე ესე, რომელ მრავალ-გზის ვიეთნიმე ჰკითხვენ ეშმაკეულსა ყოფადისა რაჲ-სათჳსმე, და იგი მიუგებს. რამეთუ რაჲ ძნელ არს ეშმაკისა, ჰაერთა შინა მყოფისა, უკუეთუ ეხილვოს რაჲმე ეგჳპტეს და წინა აუწყოს მყოფთა აღმოსავალისა გინა ჰრომისათა, რამეთუ რაჟამს მოვიდოდიან ვიეთნიმე, წინა უთხრობს სხუათა და კაცობრივთა საქმეთაგანსა, რომელსამე იჭჳთ და ჰაზრით იტყჳს და რომელსამე სხუათაგან ქმნილსა და თქუმულსა სხუათა მიუთხრობს, და კუალად საღმრთოთა საქმეთათჳს უკუეთუ რაჲმე ესმეს განჩინებაჲ გამოსრული, წინაჲსწარ ეტყჳნ...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:17
16. და იყო, ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ ლოცვად, მჴევალი ვინმე წინა შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა.17. ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: ესე კაცნო მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა.18. და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16