თარგმანი: უახლესისა სმენად მეძიებელ ოდენ იყვნეს ათინელნი და არა გულისჴმის-მყოფელცა ძალსა სიტყუათასა. ამისთჳს არა მიხედნეს პავლეს სიტყუათა სიმაღლესა, არამედ ესმა რაჲ აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს, ვითარცა ურწმუნონი, რამეთუ მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულიერსა; ხოლო რომელთამე ჰრწმენა და ენება, რაჲთა კუალადცა ისმინონ სიტყუაჲ მისი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:32
31. ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით.32. ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს და რომელთამე თქუეს: ვისმინოთ შენი ამისთჳს კუალადცა.33. და ესრეთ გამოვიდა პავლე შორის მათსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17