მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:31

30. რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად;31. ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით.32. ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს და რომელთამე თქუეს: ვისმინოთ შენი ამისთჳს კუალადცა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17
31. ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით.
თავი კ̂ვ. ათინას შინა ბომონსა ზედა წერილისათჳს, რომლისა მიერ ქადაგა პავლე კადნიერებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა, სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით (17,31).:

თარგმანი: ვითარცა ჯერეთ ჩჩჳლთა, არა ყოველსავე ძალსა ღმრთისმეტყუელებისასა ანუ საიდუმლოსა ქრისტეს განკაცებისასა მიუთხრობს პავლე ათინელთა, არამედ ამას ოდენ კმა-იყოფს ჟამისად, რაჲთა აუწყოს, ვითარმედ არარაჲ ხილულთა და გარეშემოწერილთა და ნივთიერთაგანი არს ღმერთ, არამედ უზეშთაესი ყოველთა ცნობათა და მოგონებათაჲ და მიზეზი ყოველთა ცხორებისაჲ, რომელი სულგრძელებს უმეცრებასა ზედა კაცთასა, ვიდრემდის სოფელსა ამას იყვნენ. ხოლო მუნ განუჩინებიეს დღე, რომელსა შინა განიკითხავს სოფელსა სიმართლით და მიაგებს კაცად-კაცადსა საქმეთაებრ. ესრეთ უკუე სულგრძელებათა ღმრთისათა მითხრობითა სასოებაჲ მისცა მოქცევისა და სინანულისაჲ, ხოლო აწ დღისა მის სასჯელისა მოჴსენებითა შეაძრწუნებს მათ, ვითარმედ: არა თუ მოიქცენ, მახჳლი მისი ლესულ არს. და ესე კმა იყო ღმრთისმეტყუელებისათჳს. ხოლო ქრისტეს განგებულებისათჳს სიმდაბლით იტყჳს და კაცად უწოდს ღმრთივ-განჩინებულად, მსაჯულად ცხოველთა და მკუდართა, რამეთუ უმაღლესსა ვერღა რას დაიტევდეს ახალ-მოსწავლენი იგი. გარნა ამას დაუმტკიცებს, ვითარმედ სიტყუაჲ განკაცნა და ჭეშმარიტებაჲ სიტყუათა თჳსთაჲ მკუდრეთით აღდგომითა სარწმუნო ყო, რაჟამს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის