თარგმანი: კუალად ყოველთა რაჲ ჰკითხვიდეს, ვითარცა წინამძღუარი ყოველთაჲ, პეტრე მიუგებს, რაჲთა გულითადისა სინანულისა და სარწმუნოებისა საფუძველად დადვან მისითავე სახელითა ნათლის-ღებაჲ, რომელი-იგი ჯუარს-აცუეს და ესრეთ მიეტევნენ ცოდვანი ჯუარის-მცუმელობისანი. ხოლო ნუმცა ვინ განდრეკილად გულისჴმა-ჰყოფს სიტყუასა ამას, რომელ აწუევს სახელითა იესუ ქრისტესითა ნათლისღებად. ვითარმცა წინააღუდგებოდა საღმრთოსა ბრძანებასა, რომელი ეტყჳს ნათლისცემად სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმადისაჲთა, რამეთუ ჩუენ სიტყჳსაებრ თავისა ამის მოციქულთაჲსა სახელითა იესუ ქრისტესითა ვიტყოდით რაჲ ნათლისღებასა, სიტყჳსაებრ პავლესსა, სიკუდილისა მიმართ ქრისტესისა ნათელს-ვიღებთ. და სადაცა ერთი სამებისაგანი მოვიჴსენოთ, სამნივე იგი მოგჳჴსენებიან, რამეთუ ერთღმრთეება არს წმიდაჲ სამებაჲ. ხოლო რაჟამს ნათელ-ვსცემდეთ ბრძანებისაებრ უფლისა, უნაკლულო ვჰყოფთ სიტყუასა: სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:38
37. ესმა რაჲ ესე, შეინანეს და ჰრქუეს პეტრეს და სხუათა მათ მოციქულთა: რაჲმე ვყოთ, კაცნო ძმანო?38. ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ.39. რამეთუ თქუენი არს აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ და ყოველთა შორიელთაჲ, რაოდენთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩეუნმან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2