1. უფალო ჩემო და მამაო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, ნუ მიტევებ მე ზრახვათა მათთა და ნუ დამიტევებ მე დაცემად მათ მიერ.2. ვინმე დაადგინოს ზრახვათა ჩემთა ზედა სწავლაჲ სასტიკებისაჲ და გულსა ჩემსა ზედა მოძღურებაჲ სიბრძნისაჲ? რაჲთა უცბებასა ჩემსა არა მერიდნენ და შეცოდებასა ჩემსა არა მიმიტეონ მე;3. რაჲთა არა განმრავლდენ უმეცრებანი იგი ჩემნი და ცოდვანი ჩემ ზედა განმრავლდენ. და ფერჴთა შევრდომილ ვიპოო მოძულეთა ჩემთა და მტერნი ჩემნი ჩემ ზედა ნუსადამცა ფერჴ-მიცემენ.4. უფალო და მამაო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, ნუ მიმიტევებ მე ზრახვათა მათთა და შესულებასა თუალთა ჩემთასა მე ნუ მიმცემ.5. და გულისთქუმაჲ გარემიაქციე ჩემგან.6. ნებანი იგი მუცლისა ჩემისანი და გულისთქუმანი ბილწებისანი ნუ მერევიედ მე; და სიტყუათა სულისა ურიდისათა ნუ დამიმზადებ მე.7. სწავლაჲ ესე სიბრძნისაჲ ისმინეთ, შვილნო, და რომელმან დაიცვნეს იგინი, არასადა სცთეს სიტყჳთა თჳსითა.8. რამეთუ თავისმოთნჱ იგი და მგმობარი და ცოდვილი დაემჴუნენ მას შინა.9. ფიცსა ნუ დააჩუევ პირსა შენსა. და სახელისდებასა წმიდათასა ნუ დაეჩუევი ფიცად.10. რამეთუ ვითარმცა მონასა ზედაჲსზედა განიკითხევდ და გუემაჲ არა აკლნ, ეგრეცა რომელი ზედაჲსზედა ფუცავნ და სახელ-სდებნ, ცოდვისაგან არა განთავისუფლდეს.11. კაცი ფრიად მფუცველი აღივსოს უშჯულოებითა და სახლსა მისსა გუემაჲ არა მოაკლდეს. უკუეთუ შესცოდოს ცოდვანი მის თანა და თუ უდებ-ყოს, ცოდა მეორედ. და ცუდადღა თუ ფუცოს, არავე განმართლდეს, რამეთუ სახლი მისი აღივსო ზღვისდებითა.12. არიან სიტყუანი, რომელნი ესწორებიან სიკუდილსა. ნუ იპოებიედ იგინი სამკჳდრებელსა მას იაკობისსა, რამეთუ მართალთაგან ესე ყოველი გამართ განივლტინ და ცოდვათაგან არა შეიბილწნენ.13. უსწავლელებითა ცოდვასა უშჯულოებისასა ნუ დაიჩუევ პირსა შენსა, რამეთუ შეაბს მას სიტყუაჲ ცოდვისაჲ.14. მოიჴსენე მამაჲ შენი და დედაჲ შენი, რამეთუ შორის მდიდართა დაშჱნებულ ხარ. ნუუკუე შეგავიწყდეს შენ მათ წინაშე და ჩუეულებითა შენითა განსცავნე, ინატრიდე და სთქუა: მყის ნუ-ძიმცა ვიყავ. და დღესა მას შობისა შენისასა სწყევდე.15. კაცმან, რომელმან დაიჩჳოს სიტყუაჲ ყუედრებისაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, არა განისწავლოს იგი.16. ორი ჯერი არს, რომლითა განმრავლდების ცოდვაჲ და მესამემან მოავლინის რისხვაჲ.17. სული განჴურვებული ვითარცა ცეცხლი რაჲ ეგზებინ და არა დასცხრის, ვიდრე შთა-არარაჲ-თქის. კაცი მეძავი გუამითა ჴორცთა მისთაჲთა არა დასცხრის ვიდრე სიკუდიდმდე.18. კაცი, რომელი გარდაჴდის ცხედრით თჳსით და თქჳს გულსა თჳსსა: აწ ვინ მხედავს მე, ბნელი გარემომადგს მე და კედელნი ჩემნი მფარვენ მე, არავინ მხედავს. აწ ვისა მეშინის მე? და ცოდვაჲ ჩემი მაღალმან არა მოიჴსენოს.19. და შიში მისი არნ წინაშე თუალთა კაცთასა და მან არა უწყინ, რამეთუ თუალნი უფლისანი ბევრ წილ არიან უფროჲს ნათლისა მის ბრწყინვალისა და ჰხედვენ ყოველსა ჟამსა სლვასა კაცთასა და იხილნიან ყოველნი იგი დაფარულნი საიდუმლოთანი.20. რამეთუ ვიდრე არღა დაბადებულ იყო ყოველი, მან უწყნოდა იგინი და აღსასრული მათი უცნობიეს მას.21. ეგევითარი იგი შორის ქალაქთა დაისაჯოს და, სადა არა ჰგონებდეს, მუნქუეს დაეპყრას.22. ეგრეცა დედაკაცი, რომელმან დაუტეოს ქმარი თჳსი და მკჳდრი უცხოჲსაგან წარმოაჩინოს,23. პირველად, სჯული ღმრთისაჲ შეურაცხ-ყო, მეორედ, თჳსსა ქმარსა შესცოდა, მესამედ, მრუშებით ისიძვა და უცხოჲსაგან მამაკაცისა შვილნი აღადგინნა.24. ეგევითარი იგი საყდართა მათ მსაჯულისათა წარადგინონ და ნაშობითურთ დაშჯით განიკითხოს.25. და შვილთა მისთა ძირნი არა დაიბნენ და რტოთა მისთა არა გამოიღონ ნაყოფი.26. საჴსენებელი მისი ქუეყანით წარწყმდეს და ყუედრებაჲ მისი უკუნისამდე არა აღიჴოცოს.27. რაჲთა გულისხმა-ყონ ნეშტთა მათ, რამეთუ არარაჲ შჯობს შიშსა უფლისასა და არაჲ უტკბილჱს არს უფროჲს. ჰხედავთა ამათ მცნებათა მისთა.