...ედ: „ძენი ელისნი, ძენი უშჯულონი, რომელთა არა იცოდეს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ისრაჱლმან მე არა მიცნა“; ვითარცა კუალად მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“. და ეგების-მეა ცნობაჲ და არაცნობაჲ ერთისა საქმისაჲ? გარნა ესე ამას იტყჳს, თუ: მე მიცით და იცითო, ვითარმედ ძჱ ვარ ღმრთისაჲ, რამეთუ „თუ ვინაჲ ვარ“ არა ადგილსა იტყჳს აქა, და საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგან, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, არამედ არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით“. უცნებასა აქა საქმეთამიერსა იტყჳს სიტყჳსა მისებრ პავლესა, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, და საქმე-თა მიერ უარ-ჰყოფენ“. და არა უცნებელობისაგან იყო ცოდვაჲ, არამედ უკეთურებისაგან და ბოროტისა გონებისა. და ესე იცოდეს და არა ცნობაჲ ენება. გარნა რომელი შეწყობაჲ აქუს სიტყუათა ამათ? რამეთუ ვი-თარ, რომელ ამხილებდა რაჲ მათ, მათთავე სიტყუათა იტყოდა? რამეთუ თქუეს რაჲ მათ, თუ: „ესე ვიცით, ვინაჲ არს“, თავადმანცა თქუა, ვითარმედ: „მეცა მიცით“. და რაჲსათჳს ჰრქუა ესე? ნუუკუე იგინი იტყოდეს რაჲ, თუ: „არა ვიცით“? გარნა ამი...
ტიტეს მიმართ 1:16
...ესო“, არა თუ რომელი გამოეძიებდეს ორგულებით. და უკუეთუ ვინ თქუას: და უკუეთუ ვისმე ჰრწმენეს კეთილად, და საქმენი ბოროტნი აქუნდენ, რაჲ ყოფად არს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ესევითართა მათ არცა მორწმუნედ ჭეშმარიტად სახელ-სდებს მოციქული პავლე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „აღიარებენ სიტყჳთ, ხოლო საქმით უარ-ჰყოფენ“ . გარნა მე ამასცა ვიტყჳ, ვი-თარმედ: იტყჳს უფალი, თუ: „რომელსა ჰრწმენეს, არა დაისაჯოს“, ესე იგი არს, ვითარმედ ამის პირისათჳს არა ისაჯოს, ხოლო ბოროტთა მათ საქმეთათჳს მიიღოს უმეტესი საშჯელი; ხოლო ურწმუნოებისათჳს არა ისაჯოს, უკუეთუ მორწმუნე იყოს. ჰხედავა, ვითარ საშინელთა საქმეთაგან იწყო და კუალად საშინელთავე ზედა დაასრულა სიტყუაჲ თჳსი? რამეთუ დაწყებასა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლითა და სულითა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“; აქა დასასრულსა ზედა იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დაშჯილ არს“. ხოლო ნუ ჰგონებ, თუ დროებაჲ ესე ერგების რას, რომელი არა ინანდეს, რამეთუ ურწმუნოჲ არარაჲთ უმჯობეს არს მათსა, რომელნი ჯოჯოხეთს შინა არიან.