მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება დანიელისა 7:10

9. და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე.10. მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს.11. და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა, რომელთა რქანი იგი იტყოდიან. მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 7
10. მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. წმინდანთა ხსენება და სასჯელის მაგალითები:

...იკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი“** (). მაშ, საიდან, საიდან არის ის დღე ამოდენა შფოთით სავსე? „მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა“ (); „წიგნნი განეხუნეს“ (), ჩვენი საქმეების წიგნები; ეს დღე კი „შემწუელი ვითარცა თორნე“ მოდის (); ანგელოზები მიმოდიან და მრავალი სახმილი წინ იდგმება. მაშ, როგორ არის კაცთმოყვარე? როგორ არის მოწყალე? როგორ არის კეთილი? კაცთმოყვარეა სწორედ ამგვარადაც, და ამით განსაკუთრებით გამოჩნდება მისი კაცთმოყვარეობის სიდიდე. რადგან სწორედ ამისთვის გვიქადის ამხელა შიშს, რათა ამით მაინც, თითქოს ბიძგით, სასუფევლის სურვილისკენ ოდესმე გამოვფხიზლდეთ.

იხილე, როგორ უბრალოდ კი არ მოწმობს ონისიფორეს შესახებ, არამედ ამბობს: **„მრ...

სრულად ნახვა
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ვიწრო გზა, სამსჯავრო და წყალობა:

...ნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს. სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.“** (; ; ; ; ). და თუნდაც ამის გამო ათიათასჯერ გაღიზიანდეთ, მე ამის თქმას არ შევწყვეტ. რადგან თუ წინასწარმეტყველნი, ქვებით რომ იქოლებოდნენ, არ დუმდნენ, მით უფრო გვმართებს ჩვენ მტრობის ატანა და არა ის, რომ თქვენი გულის მოსაგებად ვილაპარაკოთ, რათა არ მოხდეს, რომ თქვენ მოგატყუოთ და თვითონვე გავიპოთ ორად.

იქ ტანჯვა უკვდავია და უნუგეშო; დამცველი არავინ იქნება. ამბობს: „ვინ შეიწყალებს გველისაგან დაკბენილ შემლოცველს?“ ()3. როც...

სრულად ნახვა