...უელნიცა გამოაჩინებენ. რამეთუ დავით „სამარე ზეღებულად“ უწოდა მათ, რომლისა სიმყრალე და სიხენეშე განცხადებულად ჩანნ; და ესაია დაწყებასა მებრ წინაჲსწარმეტყუელებისა თჳსისასა უწოდა მათ ნათესავად ცოდვილად და ერად, სავსედ უშჯულოებითა, თესლად ბოროტად, შვილად უკეთურებისად; ეგრეთვე შჯულისმდებელი მოსე ნაშობად ბილწებისა სახელ-სდებს, ნათესავად დრკუდ და გულარძნილად და ერად ცოფად და განდრეკილად, წარწყმედისა მზრახვალად, რომელთა თანა არა არს მეცნიერებაჲ. (2 სჯ. 32, 5-6) და თითოეული წინაჲსწარმეტყუელი შემსგავსებულთა სახელთა უკეთურებისა მათისათა მოიპოებდეს. რომელსაცა ჰნებავს მრავალფერთა მათ სახელთა სიცბილისა მათისათა სწავლად, აღმოიკითხენ წიგნნი იგი საწინაჲსწარმეტყუელონი და ისწაოს. ეგრეთვე უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე სამართლად უწოდა მათ საფლავად განგოზილად, სავსედ ყოვლითავე არაწმიდებითა და უშჯულოებითა.
სწავლაჲ ოგ ბრალობაჲ მათი, რომელნი გუამთა თჳსთა ამკობენ და სულსა უგულებელს-ჰყოფენ; და რაჲთა არა განვიცდიდეთ ქმნულკეთილობასა პირთასა
ხოლო აწცა მრავალნი კაცნი არიან, რომელნი გარეშე იმკვებიან, ხოლო შინაგან სავსე არიან ყოვლითავე უშჯულოებითა. რამეთუ ჩუენ შორისცა ფრიადი ზრუნვაჲ არს, ფრიადი მოსწრაფებ...