...ამიტომ ჩვენც ახლა ამას ვამბობთ, რათა იმ პასუხისგებათათვის დამნაშავენი არ გაგხადოთ. გვეშინოდეს, რომ თქვენც არ გისაყვედუროთ ის, რაც წინასწარმეტყველის პირით იუდეველ ქალებს უთხრა: „სლვასა ფერჴთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერჴებითა თანად მომღერალნი" ().
დიდი ბრძოლა იკისრეთ, სადაც ასპარეზობაა საჭირო და არა კაზმვა; მუშტით ბრძოლაა საჭირო და არა მოდუნება. ნუთუ ვერ ხედავ მუშტით მებრძოლებსა და მოასპარეზეებს? ნუთუ სიარულსა და გარეგნობაზე ზრუნავენ ისინი? არანაირად; არამედ ყოველივე ამას ტოვებენ, ზეთით გაჟღენთილ სამოსს ისხამენ და მხოლოდ ერთს უყურებენ: დაარტყან და თვითონ არ დაირტყან. ეშმაკი დგას, კბილებს აღრჭიალებს და ყოველი მხრიდან შენი დამხობა სურს; შენ კი კვლავ ამ სატანური სამკაულით ხარ დაკავებული? არაფრის თქმა მსურს ხმაზე, როგორ ხვეწს ბევრი ამასაც, არც ნელსაცხებლების შესახებ და არც სხვა მოდუნებულობაზე. ამის გამო ქვეყნიე...