...აშინ რატომ არ იწოდა იგი ემმანუელად, არამედ იესო ქრისტედ? ამის თაობაზე უნდა ვთქვათ, რომ წინასწარმეტყველი არ ამბობს: "უწოდებ", არამედ "უწოდიან", ანუ თავად საქმენი უჩვენებენ, რომ ღმერთია, თუმცაღა ჩვენთან იცხოვრებს. საღმრთო წერილი ხომ სახელებს საქმეთაგან აძლევს, როგორც მაგალითად: "უწოდე სახელი მისი, მსწრაფლ იავარ-ჰყავ" (), მაგრამ სად და ვის ეწოდა ასეთი სახელი? რამდენადაც უფლის შობასთან ერთად ცდომილება იავარყოფილ და დატყვევებულ იქნა, ამიტომაც ითქვა, რომ, მიიღო რა სახელი საქმისაგან თვისისა, ასე იწოდა.
24. და განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან. - დაუკვირდი, გამოღვიძებულმა სულმა რა მსწრაფლ ირწმუნა.
და წარიყვანა ცოლი თჳსი. - მარიამს მათე ყოველთვის იოსების ცოლს უწოდებს, რათა ბოროტი ეჭვი განაგდოს და გვასწავლოს, რომ იგი სწორედ მისი ცოლი იყო და არა სხვა ვინმესი.
25. და არა იცოდა იგი ვიდრემდე შვა. - ანუ არასოდეს აღრეულა მასთან, რამეთუ "ვიდრემდე" აქ იმას კი არ ნიშნავს, რომ თითქოს შობამდე არ იცოდა იგი და მერე შეიცნო, არამედ იმას, რომ არც არასოდეს შეუცვნია იგი. ასეთია თავისებური ენა წმინდა წერილისა, როგორც მაგალითად: არ დაბრუნებულა ყორანი კიდობანში "ვიდრე განხმობამდე ნყლისა ქუეყანისაგან" (...