1.და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ მოწევნულ არს.2.და მოწამე მიყვენ მე სარწმუნონი კაცნი: ურია მღდელი და ზაქარია, ძე ბარაქიასი.3.და მისლვა-ვყავ წინასწარმეტყველაჲს მიმართ, და მუცლად-იღო და შვა ძე. და თქუა უფალმან ჩემდამო: უწოდე სახელი მისი: მალიად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარ-ყავ4.მით, რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა ხდად მამისა, ანუ დედისა, მოიღო ძალი დამასკისაჲ და ნატყუენავნი სამარიასნი წინაშე მეფისა ასსურასტანელთასა.5.და შესძინა უფალმან სიტყვად ჩემდა, მერმე თქუა:6.არნდომისათჳს ერისა ამის წყალი სილოამისა მავალი მყუდროდ, არამედ ნდომისა ქონებად ძე რაასინისი და ძე რომაელისი მეფედ, თქუა თქვენ ზედა.7.ამისთჳს, აჰა, აღმოიყვანებს უფალი თქვენ ზედა წყალსა მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა ასსურასტაე ზედა ზღუდესა თქვენსა.8.და მოსპოს იუდეაჲსაგან კაცი, რომელი შემძლებელ იყოს აღებად თავისა, ანუ ძალ-ედვას სრულ-ყოფად რაჲმე; და იყოს ბანაკი მისი ვიდრე აღვსებამდე სივრცესა სოფლისა შენისასა.9.ჩვენ თანა ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით თქვენ, ისმინეთ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი იძლიენით, რამეთუ, უკეთუ კუალად განძლიერდეთ, კუალად იძლიენით.10.და რომელიცა ზრახვა იზრახოთ, განაქარვოს უფალმან, და სიტყვასა თუ იტყოდით, არა დაადგრეს თქვენ შორის, რამეთუ ჩვენ თანა უფალი ღმერთი არს.11.ესრეთ იტყვის უფალი: ძლიერითა ჴელითა ურჩ არს სლვაჲ ერისა ამის მეტყუელისაჲ.12.ნუ სადა თქუნენ ფიცხელნი, რამეთუ ყოველი, რომელიცა თქუას ერმან ამან, ფიცხელ არს, ხოლო შიში მათი არ შეიშინოთ, არცა არ შეშფოთნეთ.13.ხოლო უფალი ძალთაჲ, - იგი წმიდა-ყავთ და იგი იყოს შენდა შიშ. და უკეთუ მისდამი მოსავ იყო,14.იყოს შენდა წმიდამყოფელად. და არა, ვითარცა ლოდსა შებრკოლებისასა, შეემთხჳნეთ მას, არცა ვითარ კლდესა დაცემულებისასა. ხოლო სახლნი იაკობისნი - მახეთა შორის და ღელეთა შინა მსხდომარენი იერუსალემს შინა.15.ამისთჳს უძლურ იქმნენ მათ შორის მრავალნი; და დაეცნენ და შეიმუსრნენ და მიეახლნენ და წარიტყუენნენ კაცნი მყოფნი მოკრძალულსა შინა.16.მაშინ ცხად იყვნენ აღბეჭდულნი იგი არ შჯულისა სწავლად.17.და თქუას: ვგებდე ღმერთსა, რომელმან გარემიიქცია პირი თჳსი სახლისაგან იაკობისსა, და მოსავ ვიყო მისდამი.18.აჰა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან და იყვნენ სასწაულებ და ნიშებ სახლსა შორის ისრაელისასა უფლისა მიერ საბაოთისსა, რომელი მკჳდრ არს მთასა შინა სიონსა.19.და უკეთუ თქუან თქვენდამი: იძიენით მუცლითმეზღაპრენი და ქუეყანითგამომჴმობელნი, ცუდმსიტყველნი, რომელნი მუცლით გამო ჴმობენ. არა ნათესავია ღმრთისა მიმართ მისისა? რად გამოიძიებენ ცოცხალთათჳს მკუდართა?20.რამეთუ შჯული შესაწევნელად მოსცა, რაჲთა თქვან: არა ვითარცა სიტყვა ესე, რომლისათჳს არა არს ძღუენი მიცემად მისთჳს.21.და მოვიდეს თქუენ ზედა ფიცხელი სიყმილი და იყოს, ვითარცა მოგემშიოსყე, შესწუხნეთ და ბოროტსა ეტყოდით მთავარსა და ტომთა და აღიხილნენ ზეცად მიმართ ზე.22.და ქუეყანად მიმართ დახედნენ ქუე. და, აჰა, უღონოება იწროჲ, და ჭირი და იწროება და ბნელი ვიდრე არხედვადმდე, და არ წარიწიროს იწროებასა შინა მყოფმან ვიდრე ჟამამდე.
„და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ მოწევნულ არს“ ().
1.
სიტყვას თუ შევხედავთ, ეს ორი ბრძანება თითქოს ერთმანეთისგან მოწყვეტილია და ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს; მაგრამ თუ ვინმე აზრთა ძალას ზედმიწევნით გამოიკვლევს, მათ შორის დიდ კავშირსაც დაინახავს და ერთ მიზანსაც. <span...
...აშინ რატომ არ იწოდა იგი ემმანუელად, არამედ იესო ქრისტედ? ამის თაობაზე უნდა ვთქვათ, რომ წინასწარმეტყველი არ ამბობს: "უწოდებ", არამედ "უწოდიან", ანუ თავად საქმენი უჩვენებენ, რომ ღმერთია, თუმცაღა ჩვენთან იცხოვრებს. საღმრთო წერილი ხომ სახელებს საქმეთაგან აძლევს, როგორც მაგალითად: "უწოდე სახელი მისი, მსწრაფლ იავარ-ჰყავ" (), მაგრამ სად და ვის ეწოდა ასეთი სახელი? რამდენადაც უფლის შობასთან ერთად ცდომილება იავარყოფილ და დატყვევებულ იქნა, ამიტომაც ითქვა, რომ, მიიღო რა სახელი საქმისაგან თვისისა, ასე იწოდა.
24. და განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან. - დაუკვირდი, გამოღვიძებულმა სულმა რა მსწრაფლ ირწმუნა.
და წარიყვანა ცოლი თჳსი. - მარიამს მათე ყოველთვის იოსების ცოლს უწოდებს, რათა ბოროტი ეჭვი განაგდოს და გვასწავლოს, რომ იგი სწორედ მისი ცოლი იყო და არა სხვა ვინმესი.
25. და არა იცოდა იგი ვიდრემდე შვა. - ანუ არასოდეს აღრეულა მასთან, რამეთუ "ვიდრემდე" აქ იმას კი არ ნიშნავს, რომ თითქოს შობამდე არ იცოდა იგი და მერე შეიცნო, არამედ იმას, რომ არც არასოდეს შეუცვნია იგი. ასეთია თავისებური ენა წმინდა წერილისა, როგორც მაგალითად: არ დაბრუნებულა ყორანი კიდობანში "ვიდრე განხმობამდე ნყლისა ქუეყანისაგან" (...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).:
...იქცეოდა ქუეყანასა ზედა. ამისთჳს თქუა: „უწოდიან სახელი მისი“, ესე იგი არს, ხედვიდენ ყოველნი ღმერთსა კაცთა თანა. ამას ზედა უკუეთუ ჯერეთ მედგრობდენ ჰურიანი და არა შეიწყნარებდენ სიტყუასა ამას, ვჰკითხოთ მათ, ვითარ იტყჳს იგივე წინაწარმეტყუელი: „და მრქუა მე უფალმან: უწოდი სახელი: ადრე წარმოტყუენე და მსწრაფლ წარმოიღე“. ოდეს ეწოდა მას ესე სახელი? ნუ იყოფინ! არამედ ვინაჲთგან იშვა რაჲ უფალი ქალწულისაგან, წარმოიტყუენა ძალი მტერისაჲ და გამოიჴსნეს, რომელნი შეეწყუდინეს ჯოჯოხეთს, ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „უწოდი სახელი: ადრე წარმოტყუენე და მსწრაფლ წარმოიღე“. წესი იგი საქმისაჲ სახელად აღწერა; და კუალად იტყჳს ქალაქისა მისთჳს, ვითარმედ: „გეწოდოს შენ ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ, სიონ“. და არასადა იპოების, ვითარმედ ეწოდა სახელი ქალაქსა მას სიმარ-თლედ, არამედ მარადის იერუსალჱმ იყო სახელი მისი, გარნა უმჯობესისა მიმართ შეცვალებასა მისსა მოასწავებდა და წესი იგი საქმისაჲ სახელად განაჩინა. რამეთუ ჭეშმარიტად საქმეთამიერი სიმტკიცე უძლიერეს არს მარადის სახელისა და უჭეშმარიტეს.
ხოლო კუალად სხუასაცა წინამიყოფენ სიტყუასა უგუნურნი იგი და თუალდაბრმობილნი ჰურიანი, ვითარმედ თქუმულ არს სხუათა მიერ თარგმანთა, რო...
...ჩენილნი“** ()3. ნუ გაგიკვირდება, თუ ხალხს მის ძედ უწოდებს; რადგან ცოტა ქვემოთ ამბობს: „აჰა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან“ ().რადგან წმინდანები მამების ადგილს იკავებდნენ და იმ ხალხისადმი სიყვარულითა და მზრუნველობით ბუნებით მამებსაც კი ჩრდილავდნენ.„დარჩენილებს“ კი იმიტომ ამბობს, რომ მრავალი მტრებმა წაასხეს.
„გზისა აგარაკისა მმურკნველისასა“ ().ესეც დიდ სირთულედ მეჩვენება: თუ ისინი შიგნით იყვნენ გამოკეტილნი, ალყაში მოქცეულნი და გამოხედვასაც ვერ ბედავდნენ, როგორ ჩანდნენ კარიბჭეთა გარეთ?რადგან ეს გზა ახლა კედლების გარეთ ჩანს.მაშ, რა არის ამ სირთულის გადაწყვეტა?იმით, რომ ძველად ქალაქს სხვა კედელი ერტყა; რადგან ქალაქს ორმაგი კედლები ჰქონდა, და ამის...