მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იონასი 3:4

3. და აღდგა იონა და წარვიდა ნინევად, ვითარცა თქუა უფალმან. ხოლო ნინევი იყო ქალაქი დიდი ღმრთისაჲ, ვითარცა სავალი გზისა სამთა დღეთასა.4. და იწყო იონამან სლვად ქალაქად, ვითარ სავალსა დღისა ერთისასა და ქადაგა და თქუა: მერმე სამნიღა დღენი და ნინევი დაიქცეს.5. დაემორწმუნნეს კაცნი ნინევისანი ღმერთსა. და ქადაგეს მარხვაჲ და შეიმოსეს ძაძაჲ დიდითგან მათით, ვიდრე მცირედ მათდა.
წინასწარმეტყველება იონასი თავი 3
4. და იწყო იონამან სლვად ქალაქად, ვითარ სავალსა დღისა ერთისასა და ქადაგა და თქუა: მერმე სამნიღა დღენი და ნინევი დაიქცეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ნუ ვიფიქრებთ, მაშასადამე, რომ ეს სიმკაცრისა და სისასტიკის საქმეა, არამედ წყალობისა, დიდი კაცთმოყვარეობისა, მზრუნველობისა და ჩვენდამი სიყვარულისა. იონას შემთხვევაში დაქცევით რომ არ დამუქრებულიყო, დაქცევა არ შეჩერდებოდა; რომ არ ეთქვა: „ნინევი დაიქცეს“ (), ნინევი არ დადგებოდა; გეენია რომ არ დამუქრებულიყო, ყველანი გეენიაში ჩავვარდებოდით; ცეცხლი რომ არ დამუქრებულიყო, ვერავინ გაექცეოდა ცეცხლს. ღმერთი იმის საპირისპიროს ამბობს, რისი გაკეთებაც სურს, რათა გააკეთოს ის, რაც სურს. ის ამბობს: „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ“ (), და მაინც სიკვდილს ახსენებს, რათა ცოდვილი სიკვდილში არ ჩააგდოს; ეს მხოლოდ სიტყვით არ უთქვამს, საქმითაც აჩვენებს, რათა გავექცეთ.

ხოლო რათა ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს მხოლოდ მუქარაა და სინამდვილეში არ არსებობს, აქ მომხდარი ამბებით ეს ნათელი გახადა. ან განა არ გგონია, რომ წარღვნა გეენიის სიმბოლოა, სრული დაღუპვისა და ცეცხლის წვიმისა?...

სრულად ნახვა