თარგმანი: ამას იტყჳს მოწაფეთა მათთჳს, რომელნი ბოროტად გარდაქცეულ იქმნნეს მოწყობისაგან მოციქულთაჲსა მგმობარ და მწვალებელ ყოფად, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ, ოდეს-იგი ჩუენ თანა იყვნეს, არავე ჩუენგანნი იყვნეს, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი ყოფილ იყვნეს, და-მცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა. გარნა ცხად არს, ვითარმედ არა ყოველნი ქრისტეს მოწაფედ სახელდებულნი, ჭეშმარიტთა მოწაფეთა მისთაგანნი არიან, არამედ იგინი ოდენ, რომელნი საქმეთა მისთა მსგავსებითა პატიოსან ჰყოფდენ სახელსა მოწფობისა თჳსისასა.
18. ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.19. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიყო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.20. თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი.
1 იოანე თავი 2