მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:26

25. რადგანაც მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს.26. და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი.27. რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
26. და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს სიკუდილი (15,26).:

თარგმანი: ვითარცა უკუანაჲსკნელ შემოსრულ იყო შემდგომად საეშმაკოჲსა განზრახვისა და ურჩებისა, ეგრეთვე უკუანაჲსკნელ მათსა განქარდების სიკუდილი, რომლისა ძალი აწვე დაჴსნილ არს, ხოლო სრულიად განქარვება მისსა არს, რაჟამს მკუდრეთით აღდგომილთა მათ სიკუდილი არღარა იყოს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის