მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:28

27. რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას.28. ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში.29. თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის?
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
28. ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი. რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა (15,28).:

თარგმანი: ესე თქუა მოციქულმან, რაჲთა ყოველივე საქმე ძისაჲ მამისად შეგერაცხოს, რომელი-იგი არს მიზეზ უჟამო და პირველ ყოველთა საუკუნეთა ესევითარისა მშობელ ძისა, რომელი ამას ყოველსა შემძლებელ იყოს. ხოლო შენ მორჩილებაჲ რაჲ გესმას, ნუ მონებად რადმე, არამედ ღმრთივშუენიერად გულისჴმა-ჰყოფდ ერთობად ნებისა და მოქმედებისა, რამეთუ პატივ-სცემს მას, ვითარცა მიზეზსა და მშობელსა თჳსსა. ხოლო ღმრთისაჲ ყოველთა შინა ყოფაჲ ვიეთმე ესრეთ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ: რაჟამს ცოდვაჲ და ეშმაკი განქარდენ, მიერითგან ღმერთი იყოს ყოვლად ყოველსა შინა, რაჟამს ჩუენ კაცნი არღარა ღმრთად და მამონად განვიყოფვოდით, არამედ შეურყეველ ვიყვნეთ მონებისაგან მისისა. ხოლო ვიეთმე — ესრეთ, ვითარმედ: სიტყჳთა ამით ეგულების მოციქულსა ყოვლისავე ღმრთისა აღყვანებად, რაჲთა არა ორნი დასაბამნი გულისჴმა-ჰყვნე, რამეთუ, რაჟამს ყოველივე ფერჴთა ქუეშე ძისათა დამორჩილებულ იყოს და მით ყოვლითურთ ძე მამასა პატივ-სცემდეს ვითარცა დასაბამსა და მიზეზსა უჟამოსა. ცხად არს, ვითარმედ ერთ არს ღმრთეებაჲ და უფლებაჲ ღმრთისაჲ, ყოველთა შორის სამგუამოვნად და ერთღმრთეებად ქადაგებულისაჲ.

ჳკუმენისი: ესე არს ღმრთისა მამისა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის