თარგმანი: ჴორცად ზეცისად უწოდს მათ, რომელნი ქუეყანასა ზედა ზეცისასა ზრახვიდეს, ესე იგი არს გუამებსა წმიდათასა, რომელნი მდიდრად ბრწყინვიდეს მადლითა ნუგეშინისმცემელისაჲთა, ხოლო ჴორცად ქუეყანისა — ცოდვილთასა, რომელნი ქუეყანისა ვნებათა და საცთურთა მიდევნებულ იყვნეს.
1 კორინთელთა მიმართ 15:40
39. ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა - პირუტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების.40. არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა.41. სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15