თარგმანი: ვითარცა-იგი პირველ თესლისათჳს თქუა ცხოვნებაჲ, ეგრეთვე აწ კაცისათჳს იტყჳს დათესვასა, რაჲთა მიაჩემოს ცვალებაჲ სახელთაჲ მახლობელობასა სახეთასა. ხოლო დათესვად არა დედისა საშოსა შინა მუცლად-ღებასა, არამედ საფლავსა შინა განსახრწნელად დადებასა იტყჳს გუამთასა, რომლისა დაღაცათუ მიწად მიცემასა თესვა უწოდა, არამედ არღარა აღდგომასაცა - აღმოცენება, რაჲთა არა მიწისა ნაყოფ შეგერაცხოს დიდებულებაჲ უხრწნელებით აღდგომისაჲ. ხოლო "გინებით დათესვასა" ესე უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "დაეთესვის უპატიოებით". რამეთუ რაჲმცა იყო მკუდრისა განრღუეულისა უსაძაგელეს, არამედ კუალად აღდგების ცხორებად საუკუნოდ.
1 კორინთელთა მიმართ 15:42
თარგმანი: დათესვასა არა შობასა ჩუენსა იტყჳს, არამედ სამარედ შესლვასა და განხრწნასა.
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან ().
როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით გადაეცემოდა თაობიდან თაობას ბოროტებაზე გამარჯვების ეს საგალობელი. დიადი ჟამის აღსრულებას კი, უკვე თითქმის 2000 წელია, გამორჩეულად აღნიშნავს კაცობრიობა; ჩვენც დღეს ამ ზეიმის მონაწილენი ვართ.
კიდევ ერთხელ მინდა, მოკლედ შეგახსენოთ, თუ როგორია გზა სამოთხიდან, მიწიერი ყოფის გავლით, ცათა სასუფევლამდე.
წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი;...
„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ (რუსთაველი)
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
ეს სიტყვები პირველად ანგელოზმა ახარა კვირას, გამთენიისას, საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს;
ქრისტე აღდგა!
სიხარულით გაოგნებულმა დედებმა ამცნეს მოციქულებს;
ქრისტე აღდგა!
ეს სასწაული სასწაულთ შორის მოჰფინეს მოციქულებმა მთელ მსოფლიოს; და ჩვენც, არა მიწიერი სიხარულით აღვსილნი, ყველას გასაგონად ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
-
მაგრამ რა არის მიზეზი ჩვენი ზეიმისა?
-
ის, რომ სიკვდილი განქარდა და ბჭენი ჯოჯოხეთისა შეიმუსრა; რომ დამთავრდა გარდაცვლილთა მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ყოფნა და ქრისტეს ყველა ჭეშმარიტ მადიდებელს ცხონების შესაძლებლობა მიეცა.
ამიტომაც ამიერიდან აღარ გვეშინია სიკვდილისა, ვიცით რა, რომ მოვალს ჟამი, როდესაც სხვა მართლმორწმუნე მიცვალებულთა მსგავსად ჩვენც აღვდგებით საფლავიდან, რათა აღარასოდეს მოვკვდეთ.
მავანი იტყვის:...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მხცხოვრებნო თანამემამულენო!
„აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი“ (ზატიკი) ქრისტე აღდგა!
ზეიმობს ანგელოზთა დასი.
ქრისტე აღდგა!
გუგუნებენ ეკლესიის ზარები.
და ჩვენც, მოციქულთა მსგავსად, სიხარულით აღვსილნი ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! „სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!“ (Iკორ.15,55). ilia meore მაცხოვარმა სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და ადამი და მისი მოდგმა სატანჯველისაგან იხსნა, ცოდვათაგან დარღვეული ჩვენი სული აღადგინა და კაცთა მრავალათასწლოვანი ნატვრა აღასრულა.
ადამიანის შექმნის მიზანი იმთავითვე იყო ღმერთთან მუდმივი მყოფობა, მის განგებულებაში თანამონაწილეობა.
მარადიული სიცოცხლისა და უკვდავების წყარომ ასეთივე სიკეთით დააჯილდოვა კაციც, მაგრამ შემოქმედისადმი ურჩობითა და მისგან განდგომით ჩვენმა პირველმშობლებმა მაცხოვნებელი მადლი დაკარგეს.
მადლი ღვთისაგან მომდინარეობს და...
...ღდგომაში“ ().
გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: ,,ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ ()
და მაინც, რა არის ამის საფუძველი?
იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია და ,,თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად.
როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შეიმოსა და გახდა პირმშო შესვენებულთა ().
წმინდა სახარება ბრძანებს რომ, იესო ქრისტე ასეთი სახით ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს, გამოეცხადა ხუთასზე მეტ ადამიანსაც...
თავდაპირველად ვერც დედები და ვერც მოწაფენი ვერ ი...