თარგმანი: ესეცა სიტყუაჲ შესაძრწუნებელისა სწავლისაჲ არს, რამეთუ მერმესა მასცა აღდგომასა აწინდელთავე ამათ საქმეთა თანა-შეატყუებს, ვითარმედ: რომელნი ქუეყნისა ამის მიწისა ადამს მიემსგავსნენ საუფლოთა მცნებათა გარდამავალობითა, ესევითარნი-იგი შემდგომად ყოველთა აღდგომისა მკუდარვე არიან სიკუდილითა სულისაჲთა, რამეთუ საშჯელად და არა ცხორებად აღდგებიან, ხოლო რომელნი მეორესა ამას უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა პავლესებრ ებაძვებოდიან, იგინი მის თანავე იშუებდენ ცხორებითა საუკუნოჲთა.
47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი.48. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი.49. და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15