მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:49

48. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი.49. და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც.50. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
49. და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვითარცა-იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ (15,49).:

თარგმანი: აქა ცხად ჰყოფს სიტყუასა მას სწავლისასა, სახედ შეყოღებულსა, ვითარმედ, ვითარ-იგი მსგავსებითა ადამის საქმეთაჲთა დავიმკჳდრეთ ხრწნილებისა იგი სახე მისი, ეგრეთვე ქრისტეს მსგავსებითა დაგუემკჳდრების ხატი იგი მისი წმიდაჲ და უხრწნელი.

მეთოდისი: ხატ მიწისაგანისა ადამისა იყო ესე, ვითარმედ: "მიწაჲ ხარ და მიწადცა მიიქცე" (), ხოლო ხატ ზეცისა ქრისტესა — უხრწნელებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის