თარგმანი: ვინაჲთგან დაასრულა სიტყუაჲ შჯულთა მითხრობისაჲ, და იწყებდა წესსა სწავლისასა, უპირატეს ყოველთა თავისა მისთჳს ყოველთა კეთილთაჲსა — მოწყალებისა ჰყოფს სიტყუასა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო შესაკრებელისა მისთჳს წმიდათაჲსა. რამეთუ ვინაჲთგან ენება, რაჲთა სისუბუქითა მცნებისაჲთა უმეტეს გულსმოდგინე ყვნეს იგინი აღმასრულებელ ყოფად მცნებისა, ამისთჳს დაწყებასა მებრ სიტყჳსასა შესაკრებელი აჴსენა წმიდათაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ არა თჳსად-თჳსად მარტოებით ფრიადსა, არამედ მცირედ-მცირედსა თითოეულისაგან ერთად შეკრებად გეტყჳ საჴმარსა, მისაძღუანებელსა წმიდათასა, რაჲთა სიმცირითა თქუენთჳს ადვილ, ხოლო ერთად შეკრებითა მათთჳს დიდ იყოს მიძღუანებული იგი თქუენგან.
1. რაც შეეხება წმიდათათვის განკუთვნილ შეწირულობას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.2. კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინახოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16