მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 16:10

9. ვინაიდან გამეღო ვრცელი და ფართო ბჭე, თუმცა ბლომად არიან მოწინააღმდეგენიც.10. ხოლო თუ ტიმოთე გეწვიათ, ეცადეთ უშიშრად გყავდეთ, რადგანაც ღვთის საქმეს ასრულებს, ისევე, როგორც მე.11. ნურავინ უგულებელყოფს, არამედ მშვიდობით გამოისტუმრეთ, ვინაიდან ძმებითურთ ველი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16
10. ხოლო თუ ტიმოთე გეწვიათ, ეცადეთ უშიშრად გყავდეთ, რადგანაც ღვთის საქმეს ასრულებს, ისევე, როგორც მე.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე (16,10).:

თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს: ხოლო უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე; რამეთუ თავი არს სიტყჳსაჲ.

შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ბს: „მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ“ (); და კვლავ: „ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი“ (); რამეთუ „საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე“ (). ებრაელებსაც როცა სწერდა, ამბობდა: „იცით ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი, რომელ მივავლინე“ (); და ყოველი მხრიდან იპოვიდა კაცი მისდამი დიდ სიყვარულს. ახლახან მომხდარი სასწაულებიც მის კადნიერებას აჩვენებს.

ხოლო თუ ვინმე გამოიკვლევს, მაინც რატომ სწერს მარტო ტიტესა და ტიმოთეს, თუმცა სილაც ღირსეულთა შორის იყო და ლუკაც ასევე, — ამის დასტურად თვითონვე წერს და ამბობს. „ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა“ (); კლემენტეც ერთ-ერთი იყო მასთან მყოფთაგან, რამეთუ მის შესახებაც ამბობს: „კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა“ (); მაშ, რის გამო სწერს მარტო...

სრულად ნახვა
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ მეორე:

...ვსავე თჳსსა თანა შეაერთებს მოჴსენებითა სახელისა მისისაჲთა. და იხილე სიმდიდრე სიყუარულისაჲ, ვითარ ოდესმე შვილად უწოდს, ვითარმედ: "ვითარცა მამასა შვილმან, ეგრეთ მმსახურა მე" (), და ოდესმე — თანამოქმედად, ვითარმედ "საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე" (). ხოლო აწ ძმად სახელ-სდებს, რაჲთა ყოველსავე შინა სარწმუნო ყოფაჲ მისი ყოველთა განუცხადოს.

მოციქულისაჲ: ეკლესიათა ღმრთისათა, რომელნი არიან კორინთეს შინა (1,1).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა არა განმრავლებითად, არამედ ერთობითად ითქუმოდის, ვითარმედ: "ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა", რამეთუ უმრავლესსა ადგილსა ყოვლისა სოფლისა ეკლესიათა ერთად ეკლესიად სახელ-სდებენ წმიდანი წერილნი ერთობისათჳს სარწმუნოებისა.

მოციქულისაჲ: ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან ყოველსა აქაიასა (1,1).

თარგმანი: ყოველთა მოჴსენებითა პატივ-სცემს კორინთელთა, ვითარ საზოგადოდ ყოველნი მოიჴსენნა ებისტოლესა ამას შინა, ხოლო წმიდად სახელის-დებითა უჩუენებს, ვითარმედ ყოველსა, რომელსა უჴმდეს, რაჲთა თანაზიარ იყოს საეკლესიოჲსა შესაკრებელისა, პირველად ჯერ-არს მისსა, რაჲთა მოისპოს მისგან ყოველი მიწისა და ქუეყანისა საქმე, რომელი შორს განაგდებდეს მას წმ...

სრულად ნახვა