მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 16:11

10. ხოლო თუ ტიმოთე გეწვიათ, ეცადეთ უშიშრად გყავდეთ, რადგანაც ღვთის საქმეს ასრულებს, ისევე, როგორც მე.11. ნურავინ უგულებელყოფს, არამედ მშვიდობით გამოისტუმრეთ, ვინაიდან ძმებითურთ ველი.12. ძმა აპოლოსს კი ბევრი ვეხვეწე, რომ ძმებთან ერთად გწვეოდათ, მაგრამ ამჟამად არასდიდებით არ ინება, არამედ მოვა, როცა მოიცლის.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16
11. ნურავინ უგულებელყოფს, არამედ მშვიდობით გამოისტუმრეთ, ვინაიდან ძმებითურთ ველი.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი (16,11).:

თარგმანი: მიზეზ შეურაცხ-ყოფისა მისისა იქვნითა უმეტესობასა აჩუენებდა მათდა მიმავ]მნებოდეს სიჭაბუკე და სიმარტოე, და თუ ვითარ ესოდენ მრავლისა ერისა ზრუნვაჲ ერწმუნა მას.

შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს სათნოება და მოძღვრად განწესება:

...სახარებასა მას“** (); და კორინთელებსაც კვლავ სწერს და ამბობს: „მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ“ (); და კვლავ: „ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი“ (); რამეთუ „საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე“ (). ებრაელთა მიმართაც, როცა სწერდა, ამბობდა: „იცოდეთ, რომ ჩვენი ძმა ტიმოთე გათავისუფლებულია“ (); და ყოველმხრივ იპოვიდა კაცი პავლეს ტიმოთესადმი დიდ სიყვარულს. ახლა მომხდარი სასწაულებიც ტიმოთეს კადნიერებას ცხადყოფს.

ხოლო თუ ვინმე გამოიკვლევს, რატომ სწერს მხოლოდ ტიტესა და ტიმოთეს, თუმცა სილაც ღირსეულთა შორის იყო და ლუკაც ასევე, — თვითონვე წერს და ამბობს. „ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა“ (); კლემენტეც ერთ-ერთი იყო პავლესთან მყოფთაგან, რადგან მის შესახებაც ამბობს: **„კლემენტოსითურთ, დ...

სრულად ნახვა