თარგმანი: აწინდელსა ამას ადგილსა სიბრძნედ ღმრთისა უწოდს საიდუმლოსა მას ქრისტეს განკაცებისასა, რომელი-იგი პირველ ქმნისა ანგელოზთაგანცა უცნაურ იყო, რომელი-ესე არს პირველი სახე საიდუმლოდ დაფარულობისა მისისაჲ. ხოლო მეორე, რამეთუ სხუებრ ვიხილეთ და სხუებრ გურწამს, და რომელსა-ესე ხატითა მონისაჲთა ვხედავთ, პირველ საუკუნეთა ღმრთად და მეუფედ აღვიარებთ, და თაყუანის-ვსცემთ მოწყალობათა და სიმდაბლესა კაცთმოყუარებისა მისისასა.
6. სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს,7. არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა;8. სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2