თარგმანი: ესე სიტყუანი ესრეთ უსაკუთრეს არიან, ვითარმედ თითოეულისა საქმე ცხად იქმნეს, რამეთუ დღე საცნაურ ჰყოფს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს. ესე იგი არს, ვითარმედ თითოეული საქმე აქა, ვითარცა ბნელსა შინა, იქმნების, და უცნაურად იფარვის ღამისა მიერ, რამეთუ ვითარებაჲ მისი დღემან მან საცნაურ ყოს, მის საუკუნოჲსა ერთ დღედ წოდებულისამან, რომელ არს ცეცხლითა გამოჩინებადი იგი დღე მეორედ მოსლვისაჲ. რამეთუ ცეცხლი არს გამომცდელ ოქროობასა ანუ ძელობასა, ვეცხლობასა ანუ ლერწმობასა, ქვა პატიოსან ყოფასა ანუ თივაობასა თითოეულისა საქმეთასა.
1 კორინთელთა მიმართ 3:13
12. ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას, -13. თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს.14. ვისი საქმეც გაუძლებს, მშენებელს საზღაური ელის.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3