თარგმანი: ჩჩჳლ ქრისტეს მიერ — იყვნეს იგინი, რომელნი არღა მიწევნულ იყვნეს სრულებასა შჯულთა ქრისტესთასა. ხოლო სძედ უწოდს ჯერეთ უსრულსა მოძღურებასა, და საჭმლად სახელ-სდებს სრულსა. ხოლო "არღა გეძლოჲ" ამისი ნაცვალი არს, ვითარმედ: "არა გენება"; რამეთუ ამას ცხად ჰყოფს დაწყებითგან ებისტოლისაჲთ, დაღაცათუ აწ შენდობით ეტყჳს "ვერ-შეძლებასა", რიდობით მხილებისათჳს.
1 კორინთელთა მიმართ 3:2
1. მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერ ხალხთან, არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში.2. რძით გზრდიდით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ.3. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ თქვენს შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი?
1 კორინთელთა მიმართ თავი 3