მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:1

1. როგორა ბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთან, ურჯულოთა სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და არა წმიდათა წინაშე?2. ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
1. როგორა ბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთან, ურჯულოთა სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და არა წმიდათა წინაშე?
თავი გ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იკადროს-მე ვინ თქუენ შორის, რომელსა სარჩელი ედვას მოყუსისა მიმართ, ვითარმცა ირჩოდა იგი ცრუთა წნაშე? (6,1).:

თარგმანი: რაჟამს ურთიერთას რაჲმე სარჩელი ედვის კორინთელთა მორწმუნეთა, წარვიდიან საწარმართოთა მათ საბჭოთა, ხოლო მოციქული ამისთჳს აბრალობს და ყუედრებით ეტყჳს, ვითარმედ: იკადროს ვინ თქუენ შრის, რომელსა სარჩელი ედვას მოყუსისა მიმართ, ვითარმცა ირჩოდა ცრუთა წინაშე! ხოლო ცრუდ უწესს მთავართა მათ სამეუფოთა ურწმუნოთა, რამეთუ ეგევითარნი-იგი მარადის ცრუნი არიან, და ვეროდეს ძალ-უც ჭეშმარიტისა საშჯელისა სჯაჲ.

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: იკადროს ვინ თქუენ შორის, რომელსა სარჩელი ედვას მოყუსისა მიმართ, ვითარმცა ირჩოდა იგი ცრუთა წინაშე? (6,1).:

თარგმანი: ცრუდ უწესს მთავართა მათ სამეუფოთა ურწმუნოთა.

თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იკადროს-მე ვინა თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ განშჯად ცრუთა წინაშე და არა უფროჲსღა წმიდათა წინაშე (6,1).:

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ დასაბამსავე სიტყჳსასა ვითარცა ყოველთა მიერ აღსაარებულად განგდებულისა საქმისათჳს სიფიცხით ჰყოფს შესმენასა და მხილებასა. რამეთუ კადრებად და უშჯულოებად უწოდს საქმესა ამას, რომელ ცრუთა წინაშე განისაჯებიან; ესე იგი არს —მეკერპეთა მსაჯულთა; და რაჲსა არა წმიდათა წინაშე ჰყოფენ საშჯელსა მას, ესე იგი არს მორწმუნეთა ქრისტესთა, რომელნი წმიდა იქმნნეს მის მიერ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის