თარგმანი: ნაყროვანთა სამხილებელად იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ყოველივე წინა-მიც მე, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს. ესე იგი არს, ვითარმედ ყოველივე კეთილი საჭმლად ჩუენდა განუმზადებიეს ღმერთსა, არამედ არა ჯეროვან არს ყოვლისავე უზომოდ ჭამაჲ და გარდარეულად.
1 კორინთელთა მიმართ 6:12
11. ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.12. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს.13. საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი ერთსაც შემუსრავს და მეორესაც. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი - სხეულისათვის.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6