1.როგორა ბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთან, ურჯულოთა სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და არა წმიდათა წინაშე?2.ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?3.ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც?4.თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცხ პირებს აყენებთ.5.თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა?6.მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე.7.ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის, ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ, ან იზარალოთ რამე?8.მაგრამ თქვენ თვითონ უსამართლოდ ექცევით და ზიანს აყენებთ თქვენსავე ძმებს.9.ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი,10.ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.11.ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.12.ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს.13.საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი ერთსაც შემუსრავს და მეორესაც. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი - სხეულისათვის.14.ღმერთმა აღადგინა თვით უფალი, და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.15.იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას.16.ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“.17.ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად.18.ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს.19.ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?20.რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა.
მოციქულისაჲ: იკადროს-მე ვინ თქუენ შორის, რომელსა სარჩელი ედვას მოყუსისა მიმართ, ვითარმცა ირჩოდა იგი ცრუთა წნაშე? (6,1).
თარგმანი: რაჟამს ურთიერთას რაჲმე სარჩელი ედვის კორინთელთა მორწმუნეთა, წარვიდიან საწარმართოთა მათ საბჭოთა, ხოლო მოციქული ამისთჳს აბრალობს და ყუედრებით ეტყჳს, ვითარმედ: იკადროს ვინ თქუენ შრის, რომელსა სარჩელი ედვას მოყუსისა მიმართ, ვითარმცა ირჩოდა ცრუთა წინაშე! ხოლო ცრუდ უწესს მთავართა მათ სამეუფოთა ურწმუნოთა, რამეთუ ეგევითარნი-იგი მარადის ცრუნი არიან, და ვეროდეს ძალ-უც...
პავლესი: იკადროს ვინ თქუენ შორის, რომელსა სარჩელი ედვას მოყუსისა მიმართ, ვითარმცა ირჩოდა იგი ცრუთა წინაშე? (6,1).
თარგმანი: ცრუდ უწესს მთავართა მათ სამეუფოთა ურწმუნოთა.
პავლესი: და არა უფროჲსღა წმიდათა წინაშე (6,1).
თარგმანი: ეკლესიასა შინაო.
პავლესი: წმიდათა სოფელი განიკითხონ (6,2).
თარგმანი: არა თუ თჳთ დასხდენ და სიტყუასა მიჰჴდიდენ, არამედ დაჰსჯიდენ მათ, რამეთუ კაცნი იყვნეს იგინიცა და ესევითარნი საქმენი ქმნეს და იგინი არა ჰბაძვიდეს, არცა ისმენდეს სწავლასა მათსა.
მოციქულისაჲ: იკადროს-მე ვინა თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ განშჯად ცრუთა წინაშე და არა უფროჲსღა წმიდათა წინაშე (6,1).
თარგმანი: ჰხედავა, ვითარ დასაბამსავე სიტყჳსასა ვითარცა ყოველთა მიერ აღსაარებულად განგდებულისა საქმისათჳს სიფიცხით ჰყოფს შესმენასა და მხილებასა. რამეთუ კადრებად და უშჯულოებად უწოდს საქმესა ამას, რომელ ცრუთა წინაშე განისაჯებიან; ესე იგი არს —მეკერპეთა მსაჯულთა; და რაჲსა არა წმიდათა წინაშე ჰყოფენ საშჯელსა მას, ესე იგი არს მორწმუნეთა ქრისტესთა, რომელნი...
თარგმანი: რაჲსათჳს, რომელ მომთრვალენი და მაგინებელნი მემრუშეთა თანა და კერპთმსახურთა დააწესნა? პირველად, რამეთუ ქრისტემანცა ბრძანა, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა, და რამეთუ ისრაჱლნი მთრვალობითა მოვიდეს კერპთმსახურებად, და მეორედ, რამეთუ კორინთელნი...
...ლთა და მტერ უცნაურ ექმენ ბუნებასა, შეურაცხ-ყავ ღმერთი, შეწირე თავი შენი ჩემდა. და კერპთა ცხოვარსა და ზროხასა შესწირვენ, ხოლო ვეცხლისმოყუარებაჲ იტყჳს: შეწირე სული შენი ჩემდა, და ისმენ მისსა?
ჰხედავა, ვითარნი ბუნებანი ჰქონან? ვითართა შესაწირავთა ეძიებს? „სასუფეველსა ცათასა ვერ დაიმკჳდრებენ ანგაჰრნი“, ; და არავე ეშინის. და ესე გულისთქუმაჲ უუძლურჱს არს ყოველთა გულისთქუმა-თასა, რამეთუ არა ბუნებით დანერგულ არს, თუ არა, პირველითგანმცა იყო. ხოლო აწ ვხედავთ, რამეთუ პირველითგან ოქროჲ არა იყო, არცა ვის უყუარდა ოქროჲ, არამედ ამის მიერ შემოვიდა ბოროტი ესე, რომელ თითოეულმან მეორისა შურითა იწყო უმეტესისა მოგებად, და ესრეთ განეფინა სენი ესე; რამეთუ რაჟამს იხილნენ ბრწყინვალენი ტაძარნი და უბანთა სიმრავლენი და ჭურჭელნი ვეცხლისანი და სხუაჲ ყოველივე სიმდიდრჱ, მეყსეულად ყოველსავე მოსწრაფებასა იქმან, რაჲთა მათ წარჰჴდენ, და ესრეთ იქმნებიან პირველნი მიზეზ შემდგომთა. გარნა არცა ესრეთ აქუს ვეცხლისმოყუარეთა სიტყუაჲ წინაშე ღმრთისა, რამეთუ მრავალნი არიან უპოვარნი ქალაქთაცა შინა და უდაბნოთა. გარნა და-ღაცათუ უპოვარებაჲ ვერ ძალ-გიც, არამედ უცხოთა მონაგებთა ნუ მოიტაცებთ, რამეთუ სახენი ამის საქმისანი მრავალნ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“ (5,22).:
...ბასა იქმს სიტყუაჲ იგი და ვითარ აღაორძინებს ბოროტსა. ეგრეთვე მსგავსად პავლეცა იტყჳს: „ნუ სცთებითო: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ“. აჰა ესერა მეძავთა და მემრუშეთა თანა მაგინებელნიცა განასხნა სასუფეველისაგან, და სამართლად ქმნა ესე, რამეთუ მაგინებელი სიკეთესა მას სიყუარულისასა ავნებს, და მოყუასსა მრავალსა მწუხარებასა შთააგდებს, და გესლსა მტერობისა და ძჳრის-ჴსენებისასა შემოიღებს შორის, და ასოთა ქრისტესთა ურთიერთას განჰყოფს, და საწადელსა მას და ღმრთისა საყუარელსა მშჳდობასა განიოტებს დღითი-დღე და გინებათა მათ მიერ განაძლიერებს ეშმაკსა თავსა ზედა თჳსსა.
ამისთჳს ქრისტესა ენება რაჲ ძარღუთა მისთა შეჭრაჲ, რჩული ესე საღმრთოჲ დაგჳდვა, რაჲთა პატივისმცემელ ვიყვნეთ ურთიერთას, არა მაგინებელ და შეურაცხისმყოფელ, არამედ რაჲთა განვიშოროთ ყოველი მტერობაჲ და სიძულილი, და სიყუარული შევიტკბოთ. რამეთუ დიდად სთნავს სიყუარული უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, და სიყუარული არს დედაჲ ყოველთა კეთილთაჲ, სასწაული ქრისტეს მოწაფეთაჲ და სრულმყოფელი ყოვლითურთ ჩუენისა ამის ნაკლულევანებისა და სიგლა...
...რთათვის უსიამოვნონი არიან, მონათა თვალში – საზიზღარნი, და ყველასთვის, ვინც წესიერებას ოდნავ მაინც იცნობს, – სასაცილონი, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი უზომოებითა და უდროო და წარმწყმედელი გაუმაძღრობით ღვთის რისხვას იწვევენ. „მომთრვალეთა..., – ნათქვამია, – სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ" (). რა შეიძლება იყოს უფრო საწყალობელი იმ ადამიანებზე, რომლებიც მოკლე და წარმწყმედელი სიამოვნების გამო სასუფევლის კარიბჭიდან გამოიგდებიან? მაგრამ ნუ იქნება, რომ ვინმე აქ შეკრებილთაგანი ამ ვნებას მიეცეს; პირიქით, ყველანი, დღევანდელი დღეც ყოველგვარი სიბრძნისმოყვარეობითა და უმანკოებით გავატაროთ, და ლოთობისგან წარმოშობილ ქარიშხალსა და ღელვას რომ გავერიდეთ, სულთა ჩვენთა ნავსადგურში, ესე იგი მარხვაში, შევიდეთ, და მის მიერ ბოძებული სიკეთე უხვად მივიღოთ. როგორც საჭმლის უზომოება კაცთა მოდგმისთვის ურიცხვი ბოროტების მიზეზი და წყარო ყოფილა, ისე მარხვა და მუცლის (სიამოვნებათა) უგულებელყოფა ჩვენთვის ყოველთვის გამოუთქმელი სიკეთის მიზეზი იყო. თავიდანვე ადამიანის შექმნისას, რადგან იცოდა, რომ ეს წამალი სულის ცხონებისთვის ძალზე საჭირო იყო, ღმერთმა მაშინვე, თავიდანვე პირველქმნილს შემდეგი მცნება მისცა: **„ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო. ხოლო ხი...