მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 6:13

12. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს.13. საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი ერთსაც შემუსრავს და მეორესაც. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი - სხეულისათვის.14. ღმერთმა აღადგინა თვით უფალი, და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
13. საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი ერთსაც შემუსრავს და მეორესაც. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი - სხეულისათვის.
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საზრდელი მუცლისათჳს და მუცელი საზრდელისათჳს, ხოლო ღმერთმან ესეცა და იგიცა განაქარვოს (6,13).:

თარგმანი: ამას ადგილსა საზრდელად, ანუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, საჭმლად უზომოებასა უწოდს საჭმელთასა; ხოლო მუცლად სახელ-სდებს ნაყროვნებასა; და ესრეთ, იტყჳს, ვითარმედ: უზომოებაჲ საჭმელთაჲ მეგობარი არს ნაყროვანებისა. და ნაყროვანებაჲ — მოყუარე საჭმელთა უზომოებისაჲ. და ესე არა მიტევებენ ჩუენ ქრისტეს მიმართ აღსლვად, არამედ და დამზიდვენ, მიერ განსავალით, ვინაჲ-იგი განვალს ნამეტნავი ჭამადთაჲ. ამისთჳსცა ღმერთმან და იგიცა განაქარვოს; მუცელი, არამედ ნაყროვნებაჲ; არა საზრდელი, არამედ საჭმელი; რამეთუ საზრდელ ეწოდების ზომიერსა (რომელსა თჳთ ესევე მოციქული გუაწუევს ქონებად საზრდელისა და საფარველისა), ხოლო საჭმელ არს უზომოჲ და გარდარეული მეტნობაჲ. ვინაჲცა სიტყუაჲ ესე განქარვებისაჲ ვიეთმე ესრეთ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მერმისა მის საუკუნოჲსათჳს წინაჲსწარმეტყუელებს, ვითარმედ არღარა ყოფად არს მუნ ჭამაჲ და სუმაჲ; და ვიეთმე — ესრეთ, ვითარმედ: ვითარცა მოძღუარი და მოციქული, ილოცავს ერისათჳს, რაჲთა მოისპოს მათგან...

სრულად ნახვა
თავი გ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჭამადი მუცლისათჳს და მუცელი ჭამადისათჳს (6,13).:

თარგმანი: ჭამადად სანოაგეთა მათ მრავალფერთა იტყჳს და სიმრავლესა მათსა, ხოლო მუცლად ამას ადგილსა ნაყროვანებასა უწესს და არა თუ მუცელსა; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ჭამადნი ნაყროვნების მოყუარე არიან და ნაყროვნებაჲ — ჭამადთაჲ, და ვერცა ერთი ამათგანი შემძლებელ არს ჩუენდა ქრისტესდა შეწყნარებად, არამედ ჭამადნი ნაყროვნების მონა გუყოფენ და ნაყროვნებაჲ —ჭამადთა მონა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის