მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 9:1

1. არა ვარ მოციქული? არა ვარ თავისუფალი? არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? და არც თქვენ ხართ ჩემი ნაღვაწი უფალში?2. სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში.
1 კორინთელთა მიმართ თავი 9
1. არა ვარ მოციქული? არა ვარ თავისუფალი? არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? და არც თქვენ ხართ ჩემი ნაღვაწი უფალში?
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? (9,1).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე", რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: ცუდი სიტყჳს ჯერი არს ესე, და ვერ საქმარი საქმით, — ამისთჳს სახესა გულსავსე მყოფელსა შემოართუამს, თუ ვითარ ბრძანებულთა საქმეთაგან განეყენა, რაჲთა არა დააბრკოლნეს ვიეთნიმე. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რად ვიტყჳ ნაკერპავთათჳს, არამედ რომელი-იგი თავადსა ქრისტეს განეწესა — ქადაგთა სახარებისათა ზრდაჲ მოწაფეთა მათთაგან — მე მისგანცა განვეყენე და აღვირჩიე განხრწნაჲ სმილითა, ვიდრეღა მოღებად რასმე თქუენგან. არა ამისთჳს, რამეთუ დრკოლდებოდეთ მოცემითა რასამე ჩემდა, არამედ რაჲთა უმეტეს აღგაშენნე თქუენ, მიხილოთ რაჲ წარუგებელად თქუენგან; ამისთჲსცა საქმითა ჴელთა ჩემთაჲთა ვიზარდებოდე. ესე არს მიზეზი სიტყუათაჲ ამათ, რომლისათჳს რაჲთა არავინ ჰრქუას, ვითარმედ: "ნუუკუე არა ჯერ-იყო შენდა მიღებაჲ; მით არარას მიიღებ" — ამისთჳს ეტყჳს: რად არა ჯერ-არს? ანუ სხუანი მოციქულნი არა სახარებისაგან იზარდებიანა? ანუ მე არა ვარა მოციქულ ვითარცა-იგი სხუანი? არა ვარა აზნაურ?...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა"** () უწოდებს, როცა ამბობს, რომ „პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა" (), და კვლავ სხვაგან: „რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე" (), და როცა ამბობს, რომ ამისთვისაა გამორჩეული, ეს ყველაფერი პატივმოყვარეობისა და ქედმაღლობის უარყოფაა. რამეთუ როგორც ის, ვინც ღმერთისგან მიუცემელ პატივს ეძალება, უკიდურესი მხილების ღირსია, ასევე ისიც, ვინც განიშორებს და გაექცევა, სხვა ბრალდებებს — ურჩობასა და დაუმორჩილებლობას — ექვემდებარება. ამიტომ ახლაც, ტიმოთეს მიმართ ეპისტოლის დასაწყისში, პავლე ამას ამბობს, როცა ასე წერს: „პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა" (). აქ არ უთქვამს: „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა" (), არამედ თქვა, რომ ბრძანებითაა....

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოციქულის შრომა და სიტყვის შეწყნარება:

...და რუდუნებანი"** (). მან წინასწარ თქვა: „შეგვეძლო სიმძიმეში ვყოფილიყავით, როგორც ქრისტეს მოციქულებს"; ამასვე ამბობს კორინთელთა მიმართაც: „არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან?" (). „ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ." (). მაგრამ მე, ამბობს, ეს არ ვინებე, არამედ ვშრომობდი. და უბრალოდ კი არ შრომობდა, არამედ დიდი გულმოდგინებით.

და იხილე, რას ამბობს: „მოიჴსენენით"; არ უთქვამს: ჩემგან მიღებული კეთილისმყოფელობანი, არამედ: „შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი" (). „რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ." ()....

სრულად ნახვა