...ორც მეგობარი მეგობარს, ისე ვესაუბრე და არა გამოცანებით; ამაზე კი ვთქვი, რომ პირველივე ასაკში გამოვეცხადე მას და მისდამი პატივისცემით აღძრულმა დახშული წინასწარმეტყველება გავხსენი. რადგან, როგორც წერია: „სიტყუაჲ უფლისა საძიებელ იყო მათ დღეთა შინა, რამეთუ არა იყო ჩუენებაჲ" (). ამრიგად, ესენიც რომ დადგნენ, ვერაფერს არგებენ. ნოეს შესახებაც ამბობს: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა" (); ხოლო იობის შესახებ: „კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ" (). მაშ, ამათაც რომ დადგნენ და დანიელიც — ის, ვინც ქალდეველებმა ღმერთადაც კი მიიჩნიეს, — ამბობს, რომ ვერ შეძლებდნენ თავიანთი ვაჟებისა და ასულების ხსნას. ამრიგად, ეს რომ ვიცით, ნურც წმინდანთა ლოცვებს უგულებელვყოფთ და ნურც ყოველივეს ამ ლოცვებს გადავაბარებთ: ამას იმიტომ, რომ არ მოვდუნდეთ და ფუჭად არ ვიცხოვროთ; იმას კი იმიტომ, რომ დიდი სარგებელი არ დავკარგოთ; არამედ ვთხოვოთ მათ, ილოცონ ჩვენთვის და ხელი...
1 მეფეთა 3:1
1. ყრმა სამუელი უფალს ემსახურებოდა ელისთან. უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ ხანებში; ხილვები არ იყო ხშირი.2. ერთხელ ელი თავის ადგილზე იწვა (თვალები დასნეულებული ჰქონდა და ვეღარ ხედავდა),
1 მეფეთა თავი 3