თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზოგად სახედ მიღებულ არს მათთჳსცა, რომელნი-იგი ჯოჯოხეთით არა ყოველნი გამოვიდეს, არამედ მორწმუნენი ოდენ, და ამათთჳსცა, რომელ არა ყოველნი, არამედ ვიეთნიმე ცხონდებიან ნათლისღებითა. არამედ ნუ გიკჳრს, რამეთუ მაშინცა რვანი ოდენ სულნი განერნეს წყლით რღუნისაგან, რომლისა სახე არს წყალი ესე ნათლისღებისაჲ, რამეთუ ეშმაკთა და ვნებათა მოაშთობს, ხოლო მორწმუნეთა აცხოვნებს. გარნა ესე საძიებელ არს მორწუნეთა მათთჳს ნათელღებულთა, რაჲთა არა ჴორცთა განბანისა ნივთად იჴუმიონ წყალი იგი ნათლისღებისაჲ, არამედ გონებისა კეთილისა შემატებითა უფროჲს აღმაორძინებელ ყონ იგი სურვილსა და ტრფიალებასა თჳსსა ღმრთისა მიმართ.
1 პეტრეს წერილი 3:21
20. გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას.21. ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით,22. რომელიც ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
1 პეტრეს წერილი თავი 3