მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 2:19

18. ამიტომაც იყო, რომ ჩვენ, მეტადრე, მე - პავლემ, დავაპირეთ თქვენთან წამოსვლა, მაგრამ სატანამ დაგვაბრკოლა.19. ვინაიდან, რა არის ჩვენი სასოება, ან სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე. მისი მოსვლისას?20. რადგანაც თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
19. ვინაიდან, რა არის ჩვენი სასოება, ან სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე. მისი მოსვლისას?
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ. თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით, ვითარცა-ეგე იცით, ვითარ კაცად-კაცადსა თქუენსა, ვითარცა მამაჲ თჳსსა შვილსა, ეგრეთ გლოცევდით თქუენ და ნუგეშინის-გცემდით და გიწამებდით, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თჳსსა მას სასუფეველსა და დიდებასა." ().

1. მოციქულის შრომა და სიტყვის შეწყნარება

მასწავლებელმა მძიმე არ უნდა მიიჩნიოს არაფერი იქიდან, რაც მოწაფეთა ცხონებას ემსახურება. რადგან თუ ნეტარი იაკობი ღამითა და დღით ფარათა დასაცავად იწურებოდა, მით უმეტეს მას, ვისაც სულები აქვს მინდობილი, თუნდაც საქმე შრომატევადი იყოს და თუნდაც მდაბალი, ყველაფერი უნდა აკეთოს და მხოლოდ ერთს უმზერდეს: განსწავლულთა ცხონებასა და იქიდან ღმერთთან მისულ დიდებას....

სრულად ნახვა
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახარების ნიჭი და მღვდლობის პატივი:

...ზრუნავდეს მოწაფეებზე და მათ ყველაფრად მიიჩნევდეს. ამბობს: „რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ“ (); და კვლავ: „რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ?“ (). „ანუ არა-მე თქუენა წინაშე უფლისა იესუ ქრისტესა მისსა მას მოსლვასა?“ ().

ხედავ, როგორ ზრუნავს იგი ამაზე, მოწაფეების საქმეებზე არანაკლებ, ვიდრე თავისიანებზე? რადგან ბუნებით მამებსაც უნდა აღემატებოდნენ და უფრო მხურვალენი უნდა იყვნენ. მაგრამ შვილებსაც შეჰფერით, მათ მიმართ შვილური სიყვარულით იყვნენ განწყობილნი. რადგან ამბობს: „დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ“ (). აბა მითხარ...

სრულად ნახვა
საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი საუნჯე მოკლე სიტყვებში:

...1 თეს 5:11). თუ უფლისკენ წინსვლას გამოიჩენთ და სულიერის შესწავლაში წარმატებას მოიპოვებთ, ჩვენც დიდ სიხარულს მოგვანიჭებთ, რადგან ჩვენი ბედნიერება და უდიდესი ზეიმი სწორედ ამაშია. „რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ?" — ამბობს პავლე, — „ანუ არა-მე თქუენა" () და თქვენი ღვთისკენ წინსვლა? ყოველი მოძღვარი, როცა ხედავს, რომ მოსწავლე წინა სწავლებებს მტკიცედ იმახსოვრებს და საქმით აჩვენებს მათგან ნაყოფს, უფრო დიდი მოშურნეობით ასწავლის მას შემდგომ ცოდნასაც. ასევე ჩვენც, რაც უფრო ვხედავთ თქვენი გონების აღძვრას, განწყობის ზრდასა და აზრის გაფრთოვანებას, მით უფრო მოშურნენი ვხდებით მოძღვრების უფრო სრულყოფილად გადმოსაცემად. და რაც უფრო მეტად გადმოვადინებთ თქვენზე ამ სულიერ ნაკადებს, მით უფრო მატულობს ჩვენთანაც მათი დინება თქვენი დამოძღვრისთვის და თქვენი სულების სარგებლისთვის; აქ ხომ ის ვერ მოხდება, რაც ჩვეულებრივ ფულთან ხდება. იქ, ვინც მოყვასს ვერცხლს აძლევს, საკუთარ ქონებას ამცირებს, და რაც მეტს აძლევს, მით უფრო მცირდება მისი ქონება. აქ კი პირიქით: სწორედ მაშინ მატულობს ჩვენი ქონება, სწორედ მაშინ იზრდება ეს სულიერი სიმდიდრე, როცა მოძღვრებას უხვად გადმოვადინებთ მათთვის, ვისაც მისი მოპოვება სურს....

სრულად ნახვა