მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 3:2

1. ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, გადავწყვიტეთ მარტო დავრჩენილიყავით ათენში,2. და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური. ჩვენივე თანამოსაქმე ქრისტეს სახარების ქადაგებაში, რათა განგვემტკიცებინეთ და ნუგეში გვეცა თქვენი რწმენისთვის;3. რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, როგორც თვითონვე იცით, სწორედ ამისთვის ვდგავართ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 3
2. და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური. ჩვენივე თანამოსაქმე ქრისტეს სახარების ქადაგებაში, რათა განგვემტკიცებინეთ და ნუგეში გვეცა თქვენი რწმენისთვის;
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მოიჴსენენით, ძმანო, შურომანი ჩუენნი და რუდუნებანი, რამეთუ ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ. თქუენ მოწამე ხართ და ღმერთი, ვითარ-იგი ღირსად და მართლად და უბიწოდ თქუენ მორწმუნეთა მიმართ ვიყვენით, ვითარცა-ეგე იცით, ვითარ კაცად-კაცადსა თქუენსა, ვითარცა მამაჲ თჳსსა შვილსა, ეგრეთ გლოცევდით თქუენ და ნუგეშინის-გცემდით და გიწამებდით, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თჳსსა მას სასუფეველსა და დიდებასა." ().

1. მოციქულის შრომა და სიტყვის შეწყნარება

მასწავლებელმა დამამძიმებლად არ უნდა მიიჩნიოს არაფერი იქიდან, რაც მოწაფეთა ცხონებას ემსახურება. რადგან თუ ნეტარი იაკობი ღამითა და დღით ფარათა დასაცავად ილეოდა, მით უმეტეს მან, ვისაც სულები აქვს მინდობილი, ყველაფერი უნდა აკეთოს — თუნდაც საქმე შრომატევადი იყოს, თუნდაც მდაბალი — და მხოლოდ ერთს უმზერდეს: მოწაფეთა ცხონებასა და აქედან ღმერთისთვის წარმოშობილ...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ცრუ ცნობები უფლის მოსვლის შესახებ:

...შდრ. 1 თეს 3:10)1, და რომ „ვერღარა დავთმეთ, ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაჲ მარტოთა" (), და რომ „და მივავლინეთ ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი" (), ამ ყველაფრით იგი ცხადად აჩვენებს, რა ძლიერი სურვილი ჰქონდა მათთან მისვლისა. რადგან, როგორც ჩანს, ვერ მოასწრო წასვლა და მათი რწმენის ნაკლულების — ანუ „დაკლებული იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ" () — შევსება, ამიტომ ამატებს მეორე წერილს და პირადი მოსვლის დანაკლისს წერილებით ავსებს. ხოლო იმის მიხვედრა, რომ არ წასულა, აქედან შეიძლება: წერილის წერისას ამბობს: „ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ" (). რადგან პირველ წერილშიც ამბობდა: „ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა" (

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სარწმუნოების შევსება და სიყვარულის გამრავლება:

...გი სარწმუნოებისა თქუენისაჲ"** (); ამიტომაც ასე აღნიშნა და არ თქვა: განმტკიცებისათვისო, არამედ: შესავსებლადო. რადგან იქ, სადაც თვით რწმენის გამო ეშინოდა, ამბობს, რომ ტიმოთე გაგზავნა: „რაჲთა დაგამტკიცნეს თქუენ" (); აქ კი ამბობს, რომ ნაკლულებანი უნდა შეავსოს, რაც უფრო სწავლების საქმეა, ვიდრე განმტკიცებისა; როგორც სხვაგანაც ამბობს: „რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ." (). ხოლო შესავსები სწორედ ის არის, რომელსაც მცირეოდენი რამ აკლია; რადგან სწორედ ეს ივსება.

„ხოლო თავადმან ღმერთმან და მამამან ჩუენმა და უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან წარჰმართენ გზაჲ ჩუენი თქუენდა მიმართ." (). „ხოლო თქუენ უფალმან გარდაგრიენ და გარდაგმატენ სიყურულითა ურთიერთარს და ყოველთა მიმართ, ვითარცა-ესე ჩუენ თქუენდა მიმართ," ()....

სრულად ნახვა