მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 4:14

13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება.14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად.15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 4
14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად.
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ.“ ().

1. შესვენებულთა ნუგეში აღდგომის სასოებით

ბევრი რამ მხოლოდ უმეცრების გამო გვაწუხებს; როცა მათ კარგად შევიცნობთ, ტკივილსაც მოვიშორებთ. სწორედ ამას ცხადყოფდა პავლეც, როცა ამბობდა: „ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ.“ (). რის შესახებ არ გსურს, რომ თესალონიკელები უმეცრებაში იყვნენ? აღდგომის შესახებ სწავლებას გულისხმობს, ამბობს იგი. რატომ არ ახსენებ იმ სასჯელს, რომელიც აღდგომის შესახებ სწავლების უმეცრებისთვის არის განმზადებული? იმიტომ, რომ ეს სასჯელი იმავე სწავლებიდანაც ცხადია და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის