„ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ.“ ().
1. შესვენებულთა ნუგეში აღდგომის სასოებით
ბევრი რამ მხოლოდ უმეცრების გამო გვაწუხებს, რადგან, თუ მათ კარგად შევიცნობთ, ტკივილს მოვიშორებთ. სწორედ ამას ცხადყოფდა პავლეც, როცა ამბობდა: „ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ.“ (). რის უმეცრებაში არ გინდა, რომ ისინი იყვნენ? აღდგომის შესახებ სწავლებას, ამბობს იგი. რატომ კი არ ამბობ იმ სასჯელზე, რომელიც აღდგომის შესახებ სწავლების უმეცრებისთვის არის განმზადებული? იმიტომ, რომ ეს იქიდანაც ცხადია და აღიარებულიც არის; ამჟამად კი, იმასთან...