მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:4

3. ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.4. მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე.5. რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
4. მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე.
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სულის ნათლის დაცვა და წინასწარმეტყველება:

...მთელ დედამიწას რაღაც სქელი ბურუსი, წყვდიადი და ღრუბელი გადაჰფენია; და ამის საჩვენებლად მოციქული ამბობდა: „რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ,“ () და კვლავ: „ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.“ (). ამრიგად, რადგან, ასე ვთქვათ, უმთვარო ღამეა და ამ ღამეში დავდივართ, ღმერთმა მოგვცა ნათელი ლამპარი, აანთო რა ჩვენს სულებში სულიწმიდის მადლი. მაგრამ ამ ნათლის მიმღებთაგან ზოგმა იგი უფრო ბრწყინვალე და ნათელი გახადა, როგორც პავლემ, პეტრემ და ყველა იმ წმინდანმა; ხოლო ზოგმა ჩააქრო, როგორც ხუთმა ქალწულმა, როგორც მათ, ვისაც რწმენის ხომალდი დაემსხვრა, როგორც კორინთოში სიძვის ჩამდენმა და როგორც გზიდან გადახვეულმა გალატელებმა. ამიტომ ახლა პავლე ამბობს: „სულსა ნუ დაავსებთ.“ (), ესე იგი, ნიჭს; რადგან მას ჩვეულებად აქვს სულის ნიჭს ასე უწოდოს. მას კი უწმინდური ცხოვრება აქრობს. რადგან, როგორც ვინმე ამ ლ...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უცნობი დღის სარგებელი და უეცრობა:

...„და ვერ განერნენ.“ () შემდეგ კი, რათა ეჩვენებინა, რომ ამას მათზე არ ამბობს, დასძინა: „ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.“ ()

3. ნათლის შვილთა სიფხიზლე და საჭურველი

აქ იგი ბნელსა და უწმინდურ ცხოვრებას გულისხმობს. რადგან ბილწი და უკეთური ადამიანები ხომ ყოველივეს ღამით სჩადიან: ყველას ემალებიან და საკუთარ თავს ბნელში კეტავენ. აბა, მითხარი: განა მრუში საღამოს არ უცდის? და განა მპარავი — ღამეს? განა საფლავის მძარცველი მთელ თავის საქმეს ღამით არ აღასრულებს? მაშ, რა? განა მათაც მპარავივით არ ეწევა? განა მათაც შეუმჩნევლად არ დაადგება თავს? მაგრამ, ნუთუ წინასწარ იციან? მაშ, როგორღა ამბობს:...

სრულად ნახვა