მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:6

5. რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა.6. მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ.7. ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
6. მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ.
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ნათლის შვილთა სიფხიზლე და საჭურველი:

...ვინც ნათლის საქმეებს აკეთებენ. „და არა ვართ ღამისანი, არცა ბნელისანი“ ().

ამრიგად: „აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ“ (). „რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან“ (); ხოლო „ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ“ (). აქ აჩვენებს, რომ დღეში ყოფნა ჩვენზეა დამოკიდებული. აქ კი, ამ დღესა და ამ ღამეზე ვამბობ, ჩვენზე არ არის, არამედ ჩვენი ნების წინააღმდეგაც მოდის ღამე და ჩვენს უნებურად ძილი წამოგვადგება; ხოლო იმ ღამისა და იმ ძილის შესახებ ასე აღარ არის, არამედ შესაძლებელია მუდამ მღვიძარება, შესაძლებელია მუდამ დღის გატარება. რამეთუ სულის თვალების დახუჭვა და ბოროტებისგან მომავალი ძილის მოწევა ბუნების საქმე არ არის, არამედ არჩევანისა....

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მხნეობა, სიფხიზლე და წმინდანთა ლოცვა:

...არცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის“** (), უეცრად დაგვესხმის თავს ჩვენ, მძინარეთ; მაგრამ თუ არ გვეძინება, მპარავივით არ დაგვესხმის თავს და მოუმზადებელთ არ წაგვიყვანს. რადგან თუ „მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ“ (), იგი უკვე მპარავივით აღარ დაგვესხმის თავს, არამედ როგორც სამეფო მაცნე, რომელიც ჩვენთვის გამზადებული სიკეთეებისკენ გვიხმობს; ხოლო თუ გვძინავს, მპარავივით თავს დაგვადგება. მაშ, ნურავინ დაიძინებს, ნურავინ იქნება უქმი სათნოების მიმართ; რადგან სწორედ ეს არის ძილი.

ნუთუ არ იცით, როცა გვძინავს, როგორ აღარ არის ჩვენი საქმეები უსაფრთხოდ და როგორ ადვილად ხდება ისინი ბოროტი ზრახვის სამიზნე? ხოლო როცა ვფხიზლობთ, ჩვენთვის ამოდენა დაცვა აღარ არის საჭირო. როცა გვძინავს, მრავალი დაცვითაც ხშირად ვიღუპებით: კარებიც არის, ურდულებიც, მცველებიც და წინამცველებიც, მაგრამ მაინც შემოდის მპარავი. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ე ვითარმედ ცოდვაჲ ბნელ არს, და საუკუნოჲსა საშჯელისათჳს:

...თუ არა არს აღსასრული მერმეთა მათ სატანჯველთაჲ. და ამასცა უკუე ცხორებასა არარაჲთ განყოფილ არიან ცოფთაგან მეძიებელნი იგი ამაოთა საქმეთანი, რამე-თუ კრებენ სიმდიდრესა განქარვებადსა და იშუებენ შუებითა მავნებელითა და ვერ სცნობენ სიცოფესა მას, ვიდრე არა განეშორნენ მისგან. ამისთჳს ჯერ-არს განფრთხობაჲ, ვითარცა მოციქული პავლე ბრძანებს, რამეთუ რომელი მღჳძარე იყოს და ფრთხილ, დაღაცათუ შეპყრობილ იქმნეს ცოდვისა მიერ, არამედ არა სრულიად დაეცეს, ხოლო მძინარე და განცოფებული ვერ გულისხმა-ჰყოფს, ვითარ შეპყრობილ არნ მის მიერ. ნუმცა უკუე გუძინავს, რამეთუ არა ღამისაჲ არს ჟამი ესე, არამედ დღისაჲ, და „ვითარცა დღისი, ხატად შუენიერად ვიდოდით“. რამეთუ არარაჲ არს უუშუერჱს ცოდვისა. გულისხმა-ყავ ნუ სულიერსა ოდენ, არამედ ჴორციელიცა, ვითარ რაჟამს-იგი ცოდვასა რასმე ზედა შეპყრობილი მიიყვანებინ საშჯელად წინაშე მთავართასა, ვითარ უშუერ არნ და სირცხჳლეულ, და ცრუდ ფიცავნ და ტყუვინ, და უშუერ არნ.

ხოლო ჩუენ სამოსლისა გარემოქცევით შთაცუმაჲ სირცხჳლ-გჳჩნნ, და უკუეთუ სხუაჲცა ვნახოთ ესრეთ, ვსძაგებთ, ვითარცა უგუნურსა, და ცოდვასა ზედა ყოფასა შინა არა სირცხჳლეულ ვართ. მითხარღა, რაჲ არს უსაძაგელჱს მამაკაცისა მეძვისად...

სრულად ნახვა